კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტის საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის დაბრუნებას.
2016-06-03 11:03 სრულად ნახვაპირველ ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც არსებული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსიით შეცვლას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტით 2016 წლის არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების რეალური შანსი იქმნება. ცვლილება საარჩევნო სისტემას გაცილებით უფრო სამართლიანს გახდის, კერძოდ, ამომრჩეველთა ნება საპარლამენტო მანდატებში მეტი პროპორციულობით აისახება.
2016-06-03 10:58 სრულად ნახვაგანცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არაეფექტურად ვაფასებთ კორცხელის ინციდენტის გამოძიებას და მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები იმისთვის, რომ დადგეს ინციდენტის მონაწილე ყველა პირის, ძალადობრივი აქტის ორგანიზატორებისა და განმახორციელებლების პასუხისმგებლობის საკითხი.
2016-06-01 15:20 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს 2016 წლის 29 მაისს ქ. თბილისში მდებარე ვეგანურ კაფე „კივიში’’, კაფის თანამშრომლებისა და სტუმრების მიმართ განხორციელებულ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის შედეგად დაზარალებული 2 პირის ინტერესებს.
2016-06-01 10:47 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის 31 მაისს, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, გამართა კონფერენცია: „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები - საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება“.
2016-05-31 15:28 სრულად ნახვამართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტში 25-27 მაისის სასესიო კვირაში იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტების განხილვა პარლამენტში კვლავ გადაიდო.
2016-05-31 15:07 სრულად ნახვა,,რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მონიტორინგის პროცესში საიამ შეისწავლა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული სხვადასხვა განჩინება, რომლითაც დასტურდება განმხილველი კოლეგიების ცვლილებები
2016-05-30 22:04 სრულად ნახვა2016 წლის 27 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა პროექტის „მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში გამოიცა, რომელიც ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის გზით, საჭიროებებზე დაფუძნებული საბიუჯეტო პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
2016-05-27 16:30 სრულად ნახვამიმდინარე წლის 20 მაისს, კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დაუკავშირდა ვენეციის კომისიის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი შნუც როდულფ დური და სთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოსაზრების წარდგენა.
2016-05-25 17:31 სრულად ნახვახელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, 2016 წლის 17 მაისამდე და მის შემდეგ პერიოდში, ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ ჰომოფობიური ძალადობის განმეორებად და მზარდ შემთხვევებს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები დანაშაულის პრევენციის, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად.
2016-05-23 19:18 სრულად ნახვა