GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

05 ოქტომბერი, 2016

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანხმად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია  წინაასარჩევნოდ დებატები გამართოს. კერძოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, მაუწყებელმა საზოგადოებას სპეციალური გადაცემა - „საპარლამენტო არჩევნები 2016 დებატები“ შესთავაზა. თუმცა, დებატებში მოწვეული 9 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სიის პირველი ნომრებიდან მხოლოდ ოთხმა მიიღო მონაწილეობა. დებატებში მონაწილეობა არ მიიღეს - ქართულმა ოცნებამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, თავისუფალმა დემოკრატებმა, საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ და პატრიოტთა ალიანსმა.

მიგვაჩნია, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მხრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ წინასარჩევნო დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმა, წარმოადგენს ამომრჩევლებისადმი და თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი, როგორც ინსტიტუციისადმი უპატივცემულობას.

საია მოუწოდებს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, რომ მაქსიმალურად მეტი პატივისცემით მოეკიდონ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის მაყურებელს და აქტიურად ითანამშრომლონ საზოგადოებრივ მაუწყებელთან წინაასარჩევნო დებატების ფორმატში.

სხვა სიახლეები