GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

ადამიანის უფლებების პროგრამის ფარგლებში საია სამ ძირითადი მიმართულებით მუშაობს.

 

უფლებების სადარაჯოზე (Watchdog ფუნქცია): პროგრამა უზრუნველყოფს სწრაფ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეაგირებას ადამიანის უფლებების დარღვევაზე ნებისმიერ დროს (24/7) მთელი ქვეყნის მასშტაბით, განცხადებების, ანგარიშების გამოქვეყნებისა თუ სხვაგვარად გამოხმაურების გზით.

 

ანალიტიკა და განათლება: პროგრამა ამზადებს სიღრმისეულ სამართლებრივ კვლევებს და პოლიტიკის/ადვოკატირების დოკუმენტებს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის, 2011 წლიდან აკვირდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს სასამართლოებში. მასპინძლობს სტუდენტებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებით, რითაც ხელს უწყობს მომავალი თაობის უფლებადამცველთა მომზადებას.

 

საერთაშორისო ადვოკატირება: პროგრმა ამზადებს ანგარიშებს გაეროს, ევროკავშირის და ევროპის საბჭოსთვის, მონაწილეობს საერთაშორისო სესიებსა და კონფერენციებში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არსებითი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.


პროგრამის სიახლეები

ყველას ნახვა

პროგრამის გამოცემები

ყველას ნახვა