GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (შემდგომში „საია“), 30 წელია დგას ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე და სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან ერთად მტკიცედ იცავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრებისა და სივრცის, კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებსა და პერსონალურ მონაცემებს.

ეს დოკუმენტი სწორედ ერთ-ერთი გამოხატულებაა ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებების მიმართ ჩვენი პატივისცემის და მიზნად ისახავს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ვებ რესურსების გამოყენების დროს თქვენი მონაცემების დამუშავებისა და უფლებების შესახებ.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ და რა მიზნით?

შეგროვებული მონაცემების სახე და მოცულობა დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ ჩვენი ვებ-რესურსებით სარგებლობაზე. მაგალითად, თუ მომხმარებელი ვებგვერდის საშუალებით ეწერება იურიდიულ კონსულტაციაზე, ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მის მიერ მოწოდებულ ისეთ მონაცემებს როგორიცაა სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტა, რათა უზრუნველეყოთ კონსულტაციის თარიღისა და დროის დადასტურება და იურიდიული დახმარების გაწევა. თუ ვებ-გვერდის მომხმარებელი მხოლოდ საია-ს ვებგვერდზე განთავსებულ სიახლეებს ან პუბლიკაციებს ეცნობა, ე.წ მზა ჩანაწერების მეშვეობით გროვდება და ანალიზდება მხოლოდ IP მისამართთან და მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე განხორციელებული მოქმედებების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, მომხმარებლის  იდენტიფიცირების გარეშე, რაც გვაძლევს ჩვენი ვებგვერდის და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების (ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, ვებგვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების) შესაძლებლობას.

ჩვენი ახალი ვებგვერდის საშუალებით საიას წევრებს ასევე შესაძლებლობა ეძლევათ გადაიხადონ საწევრო, ხოლო მოქალაქეებს განახორციელონ დონაცია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავამუშავებთ ბანკის მიერ მოწოდებულ თანხის ჩარიცხვისას მითითებულ მონაცემებს.    საბანკო ტრანზაქციების განხორციელება ხორციელდება TBC ბანკის მეშვეობით, შესაბამისად, ჩვენ არ ვაგროვებთ თქვენს საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციას.

საიაში დასაქმების ან სტაჟირების მსურველებს შეუძლიათ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადის ვებგვერდის საშუალებით შემოტანა. ამ შემთხვევაში მათ მიერ მითითებული ინფორმაცია თუ ატვირთული დოკუმენტები (მაგ. ავტობიოგრაფია, დიპლომის ან სერთიფიკატის ასლი) დამუშავდება კონკურსის ეტაპების შესახებ მისი ინფორმირების და ვაკანტურ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციის კადრის შერჩევის მიზნით. დაწუნებული განაცხადები წაიშლება/განადგურება კონკურსის დასრულებიდან 3 თვის ვადით, ხოლო კონკურსის ფარგლებში მოწონებული განაცხადები დამუშავდება უფრო ხანგრძლივი ვადით საია-სთან შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობისა და ხასიათის გათვალისწინებით.

საია-ს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისად, ყველა მონაცემთა დამუშავების პროცესთან მიმართებით განსაზღვრული აქვს მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლები და მონაცემთა შენახვის ვადები და უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების პრინციპების, მათ შორის კანონიერების, პროპორციულობის, მონაცემთა მინიმიზაციისა და უსაფრთხოების დაცვას.

გადაეცემა თუ არა ვინმეს თქვენი მონაცემები?

ვებგვერდის საშუალებით მოპოვებული პერსონალური მონაცემების გადაცემა არ ხდება არც საზღვარგარეთ და არც საქართველოში სხვა მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის.

ვებგვერდის საშუალებით მოპოვებულ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი  არის საია, თუმცა გარკვეული მონაცემები შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ვებგვერდის ჰოსტინგის განმახორციელებელი კომპანიისთვის, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს საია-ს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს და მასთან  გაფორმებული გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

რა არის ე.წ. მზა ჩანაწერი და რისთვის ვიყენებთ მას?

„მზა-ჩანაწერი“ (cookie) არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც საის-ს ვებგვერდზე სტუმრობისას ინახება თქვენსავე მოწყობილობაში.

ჩვენი ვებგვერდი იყენებს ე. წ ,,პირველი მხარის მზა-ჩანაწერებს“, რომლებიც აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის და თქვენს მიერ მოთხოვნილი მომსახურებისთვის (მაგალითად კონსულტაციაზე ჩაწერა.)

ე.წ. ,,მესამე მხარის მზა-ჩანაწერებიდან“ გამოიყენება Google Analytic, რომელიც გვეხმარება მომხმარებლებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზში (მაგალითად, ვიზიტორთა რაოდენობა, ქვეყნები საიდანაც ხშირად სტუმრობენ ვებგვერდს, ყველაზე ნახვადი ინფორმაცია  და სხვა). Google Analytic-ის იდენტიფიკატორი ინახება თქვენსავე მოწყობილობაში და მისი წაშლა შესაძლებელია თქვენივე ვებბრაუზერის პარამეტრებიდან. არასავალდებულო „მესამე მხარის ჩანაწერები“ ამარტივებს ვებგვერდზე ნავიგაციას, მათ შორის, თქვენს ვებბრაუზერში იმახსოვრებს მომხმარებლის სახელს და შესაბამისად, ვებგვერდზე ყოველი სტუმრობისას არ გჭირდებათ მისი ხელახლა სრულად მითითება ან სასურველი ენის, შრიფტის ზომის და სხვა პარამეტრების ცვლილება. არასავალდებულო მზა ჩანაწერების გამოყენება მხოლოდ თქვენს თანხმობაზეა დამოკიდებული და შესაბამისი ღილაკის მონიშვნით შეგიძლიათ მათი უარყოფა ან მართვის პარამეტრების ცვლილება.

როგორ ვიცავთ თქვენი მონაცემების უსაფრთხოებას?

ჩვენ ვაფასებთ რისკებს და ვიღებთ ადეკვატურ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალური მონაცემების დასაცავად უკანონო ან არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

ჩვენი თანამშრომლები იცავენ მონაცემთა კონფიდენციალურობას ამ პოლიტიკისა და შიდა ორგანიზაციული პროცედურების  შესაბამისად. მათ გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად.

მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტის შემთხვევაში, ჩვენ ვახდენთ მყისიერ და სათანადო რეაგირებას და აღმოვფხვრით შესაძლო ზიანს, ასევე ვაცნობებთ ინციდენტის შესახებ უფლებამოსილ ორგანოებსა და მომხმარებლებს  კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში.

 
რა უფლებებით სარგებლობენ ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლები?

თქვენ გაქვთ უფლება:

მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ;

გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენთან დაცულ მონაცემებს და მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით.

მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;

მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;

მოითხოვოთ მონაცემთა  დაბლოკვა კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას;

ნებისმიერ დროს გაითხოვოთ/უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. ასეთი მოთხოვნისას, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას და წავშლით უკვე დამუშავებულ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

თუ მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა და ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადატანა ანუ სტრუქტურირებული, გამოყენებადი და ელექტრონული ფორმით მიღება ან  მათი სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემა;

ავტომატიზებული საშუალებებით თქვენ შესახებ ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც  თქვენთვის წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს, მოითხოვოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართულობა.

მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და/ან სასამართლოს;

პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის პრობლემების ან მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ: (995 32) 293 61 01 / 295 23 53