რას ვაკეთებთ
ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრმადემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრმასამართლებრივი დახმარების პროგრამაპროექტები+კოალიციადემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის მიზანი ქვეყანაში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობაა. პროგრამა რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით მუშაობს: მართლმსაჯულების სისტემა, არჩევნები, საპარლამენტო ცხოვრების გაუმჯობესება, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის პრინციპების განმტკიცება, ეფექტიანი თვითმმართველობის ხელშეწყობა, ევროინტეგრაცია.
დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად მონიტორინგს უწევს მართლმსაჯულების სისტემას და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს. გარდა ამისა, აკვირდება საარჩევნო პროცესებს და გასცემს კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.
პროგრამა აქტიურადაა ჩართული საპარლამენტო საქმიანობის მონიტორინგსა და საკანონმდებლო პროცესებში, ასევე, მონიტორინგს უწევს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი საჯარო ინსტიტუტების გამჭვირვალობას და ხელს უწყობს მის გაუმჯობესებას.
გარდა ამისა, პროგრამა მხარს უჭერს დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას. ამასთანავე, ევროინტეგრაციის მიმართულებით მონიტორინგს უწევს ევროკავშირთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას და აქვეყნებს შესაბამის შეფასებას.