GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

15 მაისი, 202611:39
2026 წლის 21 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლითაც მოთხოვნილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვა.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი თითქმის იმეორებს 2025 წლის 31 ოქტომბერს შეტანილი სარჩელის შინაარსს,   თუმცა, წინა სარჩელისგან განსხვავებით, დამატებით მოთხოვნილია პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვაც. საიამ სასამართლო მეგობრის პოზიცია წინა სარჩელთან დაკავშირებითაც წარადგინა, ხოლო 2026 წლის 14 მაისს სასამართლოს მიეწოდა სასამართლო მეგობრის პოზიცია ახალ სარჩელთან დაკავშირებითაც.
სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე, სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით.
გიზიარებთ საიას მიერ მომზადებულ სასამართლო მეგობრის მოსაზრებას, რომელშიც ორგანიზაცია  აფასებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს.

სხვა სიახლეები