სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობოების მიმართვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს

მიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე მოქალაქეებისათვის, 2016 წ 29 აგვისტომდე. ხელმოწერის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: greenalt@greenalt.org

2016-08-23 17:29 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ამჟამად მიმდინარე შესარჩევი კონკურსების მონიტორინგს აწარმოებს

 საიას დამკვირვებლებისათვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო წინასწარი სიების არსებობის შესახებ; ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს, ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელად ზემოაღნიშნული სიებით. 

2016-08-22 10:03 სრულად ნახვა

საია ეხმიანება ჟურნალისტის დავით მჭედლიძისთვის პოლიციის მიერ იძულების გამოყენებით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს

საია ეხმიანება ჟურნალისტ დავით მჭედლიძისთვის პოლიციის მხრიდან პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა შეიცავს თუ არა ის დანაშაულის ნიშნებს, მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. 

2016-08-19 18:23 სრულად ნახვა

განცხადება კადრების გავრცელებაზე

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ერთ-ერთი მედია საშუალების ვებგვერდის მეშვეობით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებას დაუშტრიხავი ფორმით იმგვარად, რომ ყველასათვის შესაძლებელი გახდა კადრებზე ასახული პირების იდენტიფიცირება. კადრები ასევე აიტვირთა და ფართოდ გავრცელდა YouTube-ზე. სამწუხაროდ, შესაბამისი უწყებების მიერ კადრების დაბლოკვა ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი.  

2016-08-17 13:35 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) სავარაუდო ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 11 და 12  აგვისტოს ბორჯომში, დედოფლისწყაროსა და ზუგდიდში წინასაარჩევნო აგიტაციისას სავარაუდო ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებს. 

2016-08-12 18:03 სრულად ნახვა

პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადება ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

2016-08-09 12:21 სრულად ნახვა

საია ბათუმსა და თელავში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. ამჯერად გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და თელავში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე და მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, რომ გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას. 

2016-08-06 17:54 სრულად ნახვა

საია ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოზიციას ჩვენ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ჩვენ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით

2016-08-03 21:14 სრულად ნახვა

საიამ ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის 29 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რ. პ-ს სახელით საჩივარი წარადგინა. 

2016-07-31 19:42 სრულად ნახვა

კოალიცია ეხმიანება სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ასარჩევ კანდიდატთა სიის მთავრობის მიერ გადასინჯვას

კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, სურს, გამოეხმაუროს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე, კანდიდატთა სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურით ჩანაცვლებას.

2016-07-29 16:28 სრულად ნახვა