სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია წინასაარჩევნო მონიტორინგს იწყებს: მიმართვა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნების დღიდან აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მონიტორინგის პროცესში. საიას სადამკვირვებლო მისია მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პროცესების, ისე არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პროცედურების მონიტორინგს.

2016-06-21 19:50 სრულად ნახვა

საია სისხლის სამართლის კოდექსში არჩევნებთან დაკავშირებული ახალი მუხლის დამატებას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი. ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სპეციალური მუხლი არჩევნებთან მიმართებით, ასევე იცვლება საარჩევნო უბანზე (მიმდებარე ტერიტორიაზე) სამართალდამცავი უწყებების გამოძახებისა და ყოფნის კუთხით მოქმედი რეგულაციები. 

2016-06-20 13:40 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ტელეკომპანია ,,მაესტროს“ უარს სოციალური რეკლამის განთავსებაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ ტელეკომპანია „მაესტროს“ უარს, ეთერში განათავსოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული  სოციალური რეკლამა, რომელიც  ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

2016-06-17 15:46 სრულად ნახვა

საიას კვლევის პრეზენტაცია

2016 წლის 14 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია)  კვლევის პრეზენტაცია: „სატელევიზიო რეიტინგების გამზომველი კომპანიების საგადასახადო კონტროლი: საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები“ გამართა. 

2016-06-14 15:33 სრულად ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა სასტიკად გმობს აფხაზეთის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტს და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა სასტიკად გმობს  ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტს.  

2016-06-14 13:42 სრულად ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. სწორედ არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარებამ უნდა განამტკიცოს მოპოვებული მიღწევები და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.  

2016-06-14 11:43 სრულად ნახვა

კოალიციის 'მედიის ადვოკატირებისათვის' გამოხმაურება 'რუსთავი 2'-ის საქმეზე

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის" ეხმაურება 2016 წლის 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე. განცხადების მიზანი არ არის შეაფასოს კონკრეტული სამართლებრივი საკითხები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით

2016-06-10 21:42 სრულად ნახვა

საია ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფით დასკვნას ფემიციდის კანონპროექტთან დაკავშირებით

2016 წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილებოდა კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიზანია კოდექსში ფემიციდის ცალკე მუხლად გამოყოფა, მისი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარება და ამ გზით გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების პრევენცია.

2016-06-09 18:39 სრულად ნახვა

საარჩევნო სისტემის რეფორმის მცდელობა კვლავ წარუმატებლად დასრულდა

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის დღის წესრიგიდან მოიხსნა საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვერსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა. პროექტი ინიცირებული იყო „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ და მათვე გაითხოვეს უკან. აღნიშნულის მიზეზად, რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, პროექტის მისაღებად არასაკმარისი ხმების რაოდენობა დაასახელა.  

2016-06-07 15:14 სრულად ნახვა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მაესტროს თანამშრომლების შრომითი ურთიერთობის შეჩერებას ეხმაურება

კოალიცია სწავლობს ტელეკომპანია ,,მაესტროს“ 32 თანამშრომლისათვის შრომითი ხელშეკრულების შეჩერების საკითხს. ამ დროისათვის დასტურდება, რომ 2016 წლის 02 ივნისს, ტელეკომპანია ,,მაესტროს“ დირექტორის გადაწყვეტილებით, შრომითი ურთიერთობა შეუჩერდათ ტელეკომპანია „მაესტროს“ ოთხ თანამშრომელს. 

2016-06-03 14:28 სრულად ნახვა