სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ჟურალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით  23 სექტემბერს წნორში თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს გამგებლის წარმომადგენელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ მათეშვილმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა, უცენზურო სიტყვებით მიმართა და სახეში დაარტყა.

2016-09-25 00:09 სრულად ნახვა

წინასაარჩევნოდ გამოკვეთილი დარღვევები და ტენდენციები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს. ამ ეტაპზე გვსურს, საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ მიმდინარე პერიოდში, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, გამოკვეთილ დარღვევებსა და ტენდენციებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განვითარდა და რომლებმაც, გარდა იმისა, რომ წარმოადგენენ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინონ თავისუფალ, მშვიდ  და თანასწორ საარჩევნო გარემოზე.

2016-09-21 11:33 სრულად ნახვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“– GPB-ს გადაწყვეტილება ეგზიტპოლზე მიუღებელია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან “იმედი”, „მაესტრო“ და GDS ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას, რომელიც სამეურვეო საბჭომ მიიღო.

2016-09-20 13:21 სრულად ნახვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციები პოლიტიკური პარტიების მიერ კონტრაქციებისგან თავის შეკავების საკითხს ეხმაურებიან

წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვება ცხადყოფს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდა პოლიტიკური პარტიის სააგიტაციო შეხვედრებზე ოპონენტი პარტიის წარმომადგენლების მიერ დესტრუქციული ქმედებები, ასევე, პარტიების საარჩევნო შტაბებისა და სააგიტაციო მასალების განზრახ დაზიანების ფაქტები, რაც პარტიულ აქტივისტებს შორის ამძაფრებს დაპირისპირებას, ზრდის ძალადობის რისკებს და უარყოფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე.

2016-09-16 17:37 სრულად ნახვა

"ეს შენ გეხება" მორიგი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შესახებ

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორსა და ერთერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის.  

2016-09-14 21:27 სრულად ნახვა

კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს განახორციელოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება ქმნის ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების მიზანმიმართული შეფერხების მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც გავლენას ახდენს საქმის შედეგით დაინტერესებული პირების მდგომარეობაზე. ასევე განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების განწყობასა და ნდობაზე.

2016-09-13 11:27 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ტელეკომპანია GDS-ზე გასული გადაცემათა ციკლის შესახებ

ტელეკომპანია GDS-ზე პირველი სექტემბრიდან დაიწყო გადაცემათა ციკლი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში ხვდება ქვეყნის ათივე რეგიონის ადგილობრივ ჟურნალისტებს, გადაცემა წინასაარჩევნოდ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გავა ეთერში.  

2016-09-08 11:44 სრულად ნახვა

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“განცხადება პატრიოტთა ალიანსის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა მამალაძის რასისტულ განცხადებასთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას პატრიოტთა ალიანსის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა მამალაძის მიერ 23 აგვისტოს მედია-კავშირ “ობიექტივის” ეთერში გაკეთებული რასისტული განცადების გამო. კერძოდ, მან განაცხადა:

2016-09-07 11:05 სრულად ნახვა

საია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის მომხდარი ინცინდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მომავლის იმედის“ ხელმძღვანელ, თამარ ხაჭაპურიძეს შორის 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება აჩენს კითხვებს, რომ შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობდეს და არ იყოს ობიექტური; კითხვებს აჩენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის სისწორე და მოსალოდნელი სასჯელის პროპოციულობა, გამოძიების პროცესზე სასამართლო კონტროლის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა.

2016-09-07 09:45 სრულად ნახვა

საია ქობულეთის N 81 საოლქო საარჩევნო კომისიას ლეონიდ ჩერნოვეცკის მაჟორიტაორბის კანდიდატობის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის თხოვნით მიმართავს

2016 წლის 27 აგვისტოს N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოსცა N07/2016 განკარგულება, რომლის თანახმადაც 2016 წლის 08 ოქტომბრის საქართველოს პარალმენტის არჩევნებისათვის N71 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ წარდგენილი ლეონიდ ჩერნოვეცკი დარეგისტრირდა პარლამენტის წევრობის მაჟორიტარობის კანდიდატად.

2016-09-05 13:35 სრულად ნახვა