სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" წინასაარჩევნო გარემოს საბოლოო შეფასება საზოგადოებას, არჩვენების მედია ცენტრში გააცნეს. 

2016-10-07 14:45 სრულად ნახვა

ევროპულმა სასამართლომ საიას წარმოებაში არსებული ორი საქმე მორიგებით დაასრულა

2016 წლის 13 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოებაში არსებულ ორ საქმეზე  განჩინება გამოიტანა, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2016 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებებით მიღწეული მორიგების საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივრები „აბაშიძე საქართველოს წინააღმდეგ“ [1] და „ხარაძე საქართველოს წინააღმდეგ“.[2]   [1] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-167523 [2] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-167553

2016-10-06 19:47 სრულად ნახვა

წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება (მოკლე მიმოხილვა)

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი მას შემდეგ, რაც, 2012 წელს, უკიდურესად დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდის ფონზე,[2] საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა; ეს იქნება ასევე პირველი  საპარლამენტო არჩევნები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. შესაბამისად, დიდია არჩევნების მიმართ ინტერესი და მისი მნიშვნელობა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

2016-10-06 17:22 სრულად ნახვა

სადისციპლინო კოლეგიისა და პალატის ბოლო გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკა საფრთხის შემცველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება სადისციპლინო კოლეგიის და სადისციპლინო პალატის მიერ 2016 წლის მაისსა და ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებებს მოსამართლე გიორგი სულაკაძის საქმეზე. კოალიცია ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, გაეცნო და შეისწავლა გადაწყვეტილებები, რომელიც გამოქვეყნდა კოლეგიის ვებ-გვერდზე,. შესწავლის საფუძველზე კოალიციას  მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილი პრაქტიკა საფრთხის შემცველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.

2016-10-06 10:46 სრულად ნახვა

საია - კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა წინაასარჩევნო დებატების ფორმატში საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანხმად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია  წინაასარჩევნოდ დებატები გამართოს. კერძოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

2016-10-05 16:10 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ მომხდარ აფეთქებას ეხმაურებიან

არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 4 ოქტომბერს, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

2016-10-05 13:25 სრულად ნახვა

განცხადება სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

1 ოქტომბერს სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი საფრთხეს უქმნის თავისუფალ და მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ფიზიკური დაპირისპირება იწვევს პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის ესკალაციას და არჩევნების დღისთვის ძალადობრივ ფონს აყალიბებს. ყველა მხარის პასუხისმგებლობაა არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი გამწვავება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში.

2016-10-02 15:42 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას ორი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

2016 წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საიას ორ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო თავდაცვის მინისტრის ის ბრძანება, რაც ითვალისწინებდა სახმელეთო ჯარების და სამხედრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში დაუსაბუთებლად გადაყვანას, რასაც 4 თვის გასვლის შემდეგ აღნიშნული მოსამსახურის გათავისუფლება მოყვებოდა. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტი (სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება).

2016-09-30 19:23 სრულად ნახვა

„ეს შენ გეხება“ ფარული ჩანაწერების მორიგ გავრცელებას ეხმაურება

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.

2016-09-27 18:15 სრულად ნახვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ჟურალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით  23 სექტემბერს წნორში თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს გამგებლის წარმომადგენელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ მათეშვილმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა, უცენზურო სიტყვებით მიმართა და სახეში დაარტყა.

2016-09-25 00:09 სრულად ნახვა