სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება საქართველოში

2016 წლის 14-16 სექტემბერს პარიზში, საფრანგეთში გაიმართა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის (CAN) სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული და მიღებული იქნა საქართველოს მიერ ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების მეოთრე რაუნდის მონიტორინგის ანგარიში. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

2016-10-21 16:55 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა - მოვითხოვთ დამკვირვებელთა ხელშეშლის ფაქტებზე რეაგირებას

სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, დამკვირვებელთა ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების თაობაზე. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და ეფექტურად წარმართონ გამოძიება ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილე პირთა დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად. 

2016-10-21 14:19 სრულად ნახვა

საია-2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გაზრდილი დაფინანსება შესაძლო არარაციონალური ხარჯვის რისკს ზრდის

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ,,საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ’’ კანონის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის ნაწილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებს (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს (ა(ა)იპ) ეხება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შემაშფოთებლად მიაჩნია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასახულ ის ინფორმაცია, რომელიც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით არის ასახული.

2016-10-21 11:57 სრულად ნახვა

კოალიცია თანასწორობისთვის სახელმწიფოს მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმიანებიან სოფელ მოხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლების დაცვისთვის ეფექტური და დროული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ. 

2016-10-17 16:48 სრულად ნახვა

„კოალიცია თანასწორობისთვის“ თბილისში ტრანსგენდერი ქალის სასტიკად ცემის ფაქტს ეხმიანება

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმიანებიან 14 ოქტომბერს, თბილისში ტრანსგენდერი ქალი სასტიკად ცემის ფაქტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დროული და ეფექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებს.  

2016-10-17 11:16 სრულად ნახვა

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონის 61 საარჩევნო ოლქში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა. 

2016-10-09 12:47 სრულად ნახვა

საია ჯიხაშკარში მომხდარ ვანდალიზმს გმობს

დღეს, ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების დროს დახლოებით 23 საათისთვის ადგილი ჰქონდა დაუდგენელი პირების შეჭრას ზუგდიდის #108 უბანზე (სოფელი ჯიხაშკარი). აღნიშნულმა პირებმა ქვები ესროლეს და ჩალეწეს საარჩევნო უბნის ფანჯრები, ძალის გამოყენებით შეაღწიეს უბანზე, მიმოფანტეს საარჩევნო ბიულეტენები და დალეწეს საარჩევნო ინვენტარი.  უბანზე იმყოფებოდა 1 პოლიციელი, რომელმაც ბუნებრივია ვერ განახორციელა სათანადო რეაგირებ დ დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბანზე.  

2016-10-09 00:46 სრულად ნახვა

არჩევნები 2016-კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათისთვის

18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა არსებითი ხასიათის დარღვევები:

2016-10-08 20:25 სრულად ნახვა

საია გმობს ძალადობას და საარჩევნო სუბიექტებს და მათ მხარდამჭერებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს

უკიდურესად დაიძაბა ვითარება მარნეულში #48 საარჩევნო უბანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. უბნის გარე პერიმეტრზე მოხდა რამდენიმე ათეული მოქალაქის მობილიზება, რომლებიც იყვნენ ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულნი და ცდილობდნენ საარჩევნო უბანზე შეღწევას. მოხდა შენობის დაზიანება, შუშების ჩამსხვრევა და გარეთ შეკრებილი აქტივისტები ცდილობდნენ შენობაში შეჭრას. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით, რომლებიც ვერ უმკლავდებოდნენ აგრესიულად განწყობილი ადამიანების შემოტევებს. დაზიანდა ტელეკომპანია „იმედის“ კამერა.

2016-10-08 20:20 სრულად ნახვა

არჩევნები 2016-კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 14:00 საათისთვის

დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.

2016-10-08 14:34 სრულად ნახვა