GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

05 აპრილი, 2017

2017 წლის 1 აპრილს საქართველოს შსს პოლიციის აკადემიაში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის ფინალი გაიმართა.

ფინალში საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების სტუდენტებისგან შემდგარი 12 გუნდი მონაწილეობდა. ფინალისტი გუნდები კონკურსის მონაწილე 76 გუნდიდან შეირჩნენ.

1 აპრილს გამართული ფინალით დასრულდა ქალთა უფლებების საკითხებზე მარტის თვეში განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ ქალთა უფლებების დაცვის სფეროში შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორი საუკეთესო მონაწილე - საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის http://www.legaleducation.ge/
სკოლაში მონაწილეობით დაასაჩუქრა.

სხვა სიახლეები