GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

16 მარტი, 202614:55

დღეს, 2026 წლის 16 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი და უფლებადამცველი, გიორგი გოცირიძე, მოსამართლე დავით მაკარაძემ ტროტუარზე შეკრების თავისუფლებით მშვიდობიანად სარგებლობის გამო ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად ცნო და მას შენიშვნა გამოუცხადა.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა სამართლისგან სრულად დისტანცირებულია ის რეალობა, რომელშიც ტროტუარზე დგომის ფორმით გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისათვის ადამიანს სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება შეეფარდოს. ასეთი რეგულირების მიღება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისი აღსრულების მოთხოვნა არ შესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს და იგი ჩაგვრის, კონტროლის, შიშის გაღვივებაზე დამყარებული სამართალშემოქმედებისა და სამართალშეფარდების ინსტრუმენტია.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გუნდი ამ ტიპის საქმეებზე სტრატეგიულ სამართალწარმოებას გააგრძელებს.

სხვა სიახლეები