სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის

საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას. 

2016-10-30 21:40 სრულად ნახვა

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათისთვის

18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.

2016-10-30 18:39 სრულად ნახვა

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 14:00 საათისთვის

დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.

2016-10-30 14:31 სრულად ნახვა

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. 

2016-10-30 10:27 სრულად ნახვა

საია ამომრჩევლის ნებაზე სავარაუდო კონტროლის ფაქტს ეხმიანება

საიას მონიტორებისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს მიცემული აქვთ მითითება, რომ  ხვალ კენჭისყრის უბანში მისვლისას და მათ მიერ არჩევანის გაკეთებისას ბიულეტენში არჩევანი განსხვავებული ფორმით დააფიქსირონ. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით და პარალელურად განახორციელონ მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფოტო გადაღება.

2016-10-29 15:52 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

2016-10-29 14:49 სრულად ნახვა

საიას მიმართვა საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების მიმართ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს დაკვირვებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე.

2016-10-29 13:57 სრულად ნახვა

განცხადება ახალციხეში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 27 ოქტომბერს ახალციხეში მომხდარი ინცინდეტის გამო 

2016-10-29 13:06 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი განცხადება სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებთან დაკავშირებით

უკანასკნელი დღეების მანძილზე საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა სხვადასხვა სამუშაო ადგილზე, კერძოდ, მშენებლობებსა და ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოში სამი დასაქმებულის დაღუპვის ფაქტი[1], რაც ამ შემთხვევების ეფექტური გამოძიების საჭიროების გარდა, ცხადად აყენებს დღის წესრიგში შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვის აუცილებლობას.   [1] 7 ოქტომბერს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, ვენტილაციის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, თემურ კაკაურიძე დაიღუპა; წყარო: http://liberali.ge/news/view/25231/meshakhteebma-7-oqtombers-shakhtashi-gardatsvlili-tanamshromeli-ipoves; 19 ოქტომბერს ჯიქიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში დაიღუპა 26 წლის მუშა თემურ გურგენაშვილი, ხოლო 20 ოქტომბერს ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე ასევე სამუშაო პროცესში დასაქმებული გარდაიცვალა ; წყარო: http://netgazeti.ge/news/149160/; 

2016-10-24 15:02 სრულად ნახვა

განმეორებითი კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის

დასრულდა უბნებზე ხმის მიცემის პროცესი. მიმდინარეობს ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი. ამ დროისათვის მარნეულის #48-ე, ზუგდიდის #38-ე, #108-ე და #79-ე უბნების გარე პერიმეტრზე ადგილი აქვს ამომრჩეველთა დიდი რაოდენობით მობილიზებას, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებს. ადგილზე წარმოდგენილია პოლიციაც. მოვუწოდებთ პოლიტიკურ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს დაელოდონ ხმების დათვლას და შედეგების შეჯამებას მშვიდ ვითარებაში. 

2016-10-22 23:49 სრულად ნახვა