სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ჩვენ შესახებ

2015-06-04 16:30

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ჩვენ ვსაქმიანობთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი.
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიზნებია:

  • იურისტთა შორის პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება
  • იურისტთა პროფესიული დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება
  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა
  • საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება
  • სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა
     

ასოციაციის მთავარი მისიაა: "კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის!"

ინფორმაცია შემოწირულობის მსურველთათვის

თუ გაქვთ სურვილი განახორციელოთ შემოწირულობა, რომელსაც საია თავისი სტრატეგიული მიზნების (როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობა და სხვ) განხორციელებას მოახმარს, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა გადმორიცხოთ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

ანგარიშსწორების ანგარიში: GE18VT6600000050609002

ბანკის კოდი: UGEBGE22

საიდენტიფიკაციო კოდი 204861373

ვი - თი - ბი ბანკი ჯორჯია, ცენტრალური ფილიალი

გთხოვთ, თანხის გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითოთ: შემოწირულობა