სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სასამართლომ ზვიად ჯანყარაშვილის სარჩელი ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

სასამრთლომ ცილისწამებლური ფაქტების უარყოფის საქმეზე   ზვიად ჯანყარაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დავა ეხებოდა ირაკლი კორძაიას მიერ ტელეკომპანია ,,იმედში“ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გაკეთებულ კომენტარს. ირაკლი კორძაიას ინტერესებს სასამართლოში იცავდა საია.

2017-02-14 16:03 სრულად ნახვა

სახელმწიფო მორალურ ზიანს აანაზღაურებს

საიამ საქალაქო სასამართლოში წარმატებით დაასრულა საქმე პროკურატურის წინააღმდეგ, რის შედეგადაც სახელმწიფოს დაზარალებული მოქალაქისთვის  მორალური ზიანის გადახდა მოუწევს. 

2017-02-14 12:41 სრულად ნახვა

ყრუთა კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გაუქმებული შედეგები

ყრუთა კავშირის წევრმა, დ.დ.-მ ყრუთა კავშირს სასამართლო დავა მოუგო. მის ინტერესებს სასამართლოში საია-ს თბილისის ოფისი იცავდა. დავა შეეხებოდა 2015 წელს ყრუთა კავშირის არჩევნების შედეგების გაუქმებას.

2017-02-10 17:04 სრულად ნახვა

საიას სარჩელის საფუძველზე შსს-ს პერსონალური მონაცემების უვადოდ შენახვა აეკრძალა

2017 წლის 9 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნო შინაგან საქმეთა მინისტრის ის ბრძანება, რომელიც ამ უწყებას უფლებას აძლევდა უვადოდ შეენახა პერსონალური მონაცემი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ. თუ ადამიანმა უბილეთოდ იმგზავრა ტრანსპორტით, დაარღვია მოძრაობის წესები, პირველად მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ჩაიდინა სხვა ადმინისტრაციული გადაცდომა და ამის გამო დაეკისრა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა, ეს ინფორმაცია უვადოდ ინახებოდა შსს-ს ელექტრონულ ბაზაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ პირი გამართლდებოდა.

2017-02-09 15:20 სრულად ნახვა

სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის დროს დაზარალებულ პირს ზიანი აუნაზღაურდება და ყოველთვიურ სარჩოს მიიღებს

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ერთი პირის ინტერესებს, რომელმაც 2012 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნისას, ინსტრუქტაჟის ჩატარების დროს მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.  დაზიანების შედეგად, მას დასჭირდა არაერთი სამედიცინო მკურნალობა და დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (ზომიერად გამოხატული ფორმით). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაზიანება პირმა ინსტრუქტაჟის ჩამტარებელი ოფიცრის ბრალეული მოქმედების შედეგად მიიღო, თავდაცვის სამინისტრო უარს ეუბნებოდა მკურნალობის ხარჯების, მორალური ზიანის და ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებაზე.

2017-01-20 10:28 სრულად ნახვა

სახელმწიფოს უმოქმედობა ფემიციდის ჩადენის მიზეზად იქცა

საიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფემიციდის შესახებ საქმე მოიგო. სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი ქალის სიცოცხლის მოსპობაზე, რადგან შესაბამისმა სტრუქტურებმა არაფერი გააკეთეს მის დასაცავად. 

2017-01-11 17:26 სრულად ნახვა

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით პირის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება შეწყდა

საია-ს თბილისის ოფისი თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა გ.ნ.-ს ინტერესებს, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

2016-12-28 18:17 სრულად ნახვა

საია-ს მორიგი წარმატებული საქმე - ზედაპირული დათვალიერებისას პოლიციელი უნდა მოქმედებდეს ობიექტურად აღქმადი გარემოებებით

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ვეგან-აქტივისტის, ირაკლი კიკილაშვილის ინტერესებს, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2016 წლის 5 ნოემბერს ზედაპირული დათვალიერების მიზნით გააჩერეს. ირაკლი კიკილაშვილი პოლიციელს სთხოვდა, განემარტათ ზედაპირული დათვალიერების საფუძველი, თუმცა პოლიციელები ამგვარ განმარტებებს არ აძლევდნენ. მოგვიანებით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით ირაკლი კიკილაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

2016-12-27 14:04 სრულად ნახვა

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო

დღეს, 2016 წლის 20 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) წარმოებაში არსებულ ორ საქმეზე: ჩოხელი და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ძიძავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. აღნიშნული საქმეები 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან ქართველების გამოძევებისა და აღნიშნულ პროცესში მათ მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეეხება. 

2016-12-21 11:41 სრულად ნახვა

საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის 2016 წლის საქმიანობის შეჯამება

უფლებების დარღვევის აღმოფხვრის და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ოფისებში არსებული იურიდიული დახმარების ცენტრების მეშვეობით ახორციელებს უფასო სამართლებრივ დახმარებას. ყოველწლიურად ამ შესაძლებლობით არაერთი პირი სარგებლობს.

2016-12-17 16:54 სრულად ნახვა