სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებას ეხმაურებიან

ცესკოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის #221/2016 განკარგულებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვრა. აღნიშნული განკარგულება წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და უსაფუძვლოდ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას -  „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“  

2016-11-24 11:20 სრულად ნახვა

სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულა საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში ერთობლივად მოამზადა სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, რომელიც 2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარედგინება საქართველოს მთავრობას. 

2016-11-22 10:54 სრულად ნახვა

საია და IDFI საქართველოს მთავარ პროკურატურას შსს-ს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების განცხადებებით მიმართავენ

18 ნოემბერს,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ( გაზეთი ბათუმელების სახელით),  და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  მთავარ პროკურატურას შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ გამოძიების  დაწყების შესახებ განცხადებებით მიმართეს.  

2016-11-18 16:39 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის XXIII საერთო კრება

საიას წევრთა საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ 2016 წლის 26 ნოემბერს, ქორთიართ მარიოტში გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის XXIII საერთო კრება

2016-11-12 18:26 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს ხელისუფლებას, სიფრთხილით მოეკიდოს დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ინტერესებს და არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების თაობაზე

29 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის (დიასპორის სამინისტროს) გაუქმების შესახებ, რაც დაუკავშირა „კონსერვატული“ დანახარჯების პოლიტიკას.

2016-11-10 18:14 სრულად ნახვა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის შეფასება

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამომრჩეველმა ნება ძირითადად თავისუფლად გამოხატა.

2016-10-31 12:50 სრულად ნახვა

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის

საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას. 

2016-10-30 21:40 სრულად ნახვა

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათისთვის

18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.

2016-10-30 18:39 სრულად ნახვა

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 14:00 საათისთვის

დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.

2016-10-30 14:31 სრულად ნახვა

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. 

2016-10-30 10:27 სრულად ნახვა