სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამოქალაქო კამპანია უკანონო მიყურადების წინააღმდეგ: ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ!

საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკონტროლო ფარული მიყურადების წარმოება, ბოლო რამდენიმე წელია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საგამოძიებო ორგანოები წლების განმავლობაში, ყოველგვარი კონტროლისა და ნებართვის გარეშე, უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, ადვოკატებს, სასულიერო და სხვა პირებს.

2014-03-06 03:22 სრულად ნახვა

თებერვლის თვის საიას წარმატებული საქმეები

 საიას დახმარებით  რამდენიმე პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა   • საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოქალაქე ბ.მ.-ის ინტერესებს, რომელიც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 02 ნოემბრის დადგენილებით ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და  შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.    

2014-03-06 00:55 სრულად ნახვა

საია მტკიცებულების დაუშვებლობის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა და მოითხოვა  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც დაუშვებლად აცხადებს მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, ხოლო სხვა კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს დასაშვებად მიიჩნევს.

2014-03-05 06:38 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები გეგუთის # 14 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

გავრცელებული ინფორმაციით 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა.  პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

2014-03-05 02:56 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

 2014 წლის 27 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  ,,ილია ჭანტურაიას საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე  გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმეზე მოსარჩელე ილია ჭანტურაიას ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. სარჩელი ეხებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმას, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს უპატივცემულობისათვის პროცესიდან მხარის ან მისი ადვოკატის გაძევებას და მათ დაჯარიმებას, ისე რომ არც მხარეს და არც მის ადვოკატს არ ჰქონდათ გაძევებამდე მათი ქმედებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების წარდგენის შესაძლებლობა. გაძევებული და დაჯარიმებული პირი ასევე მოკლებული იყო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობას.

2014-02-28 06:31 სრულად ნახვა

საიამ საყრდრისი-ყაჩაღიანის შესახებ პრეზენტაცია-გამოფენა გამართა

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, დღეს, 2014 წლის 28 თებერვალს, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით პრეზენტაცია-გამოფენა გამართა. ღონისძიების დროს წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული ოფიციალური ინფორმაცია. მათ შორის დოკუმენტები, რომელიც ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი.

2014-02-28 04:22 სრულად ნახვა

განახლებული საჯარო ინფორმაციის პორტალის opendata.ge-ის პრეზენტაცია

 2014 წლის 27 თებერვლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს განახლებული opendata.ge -  საჯარო ინფორმაციის ყველაზე მოცულობითი ონლაინ რესურსების ბაზა საქართველოში.  პორტალის მიზანია გააუმჯობესოს სახელმწიფოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი.

2014-02-27 03:48 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს 2 ვაკანსიას ზუგდიდში - იურისტის პოზიციაზე

 მიმართულებები: 1. სისხლის სამართალი; 2. სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი

2014-02-25 07:54 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობის მოხელეებთან დაკავშირებით კანონში შესულ ცვლილებებს ეხმაურებიან

 2014 წლის 5 თებერვალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს თვითმმართველობის რეფორმის განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან განხორციელდა ამ მიზნით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში. ცვლილების მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე, მათ შორის კონკურსის წესით დანიშნულიც, ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილზე ცხადდება კონკურსი.

2014-02-25 07:19 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები კაზრეთის საბადოს მუშათა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს ეფექტური რეაგირებისაკენ მოუწოდებენ

 საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 14 თებერვლიდან კაზრეთის საბადოს მუშათა სრულმასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს.   გაფიცვის მიზეზადკომპანია RMG Gold-ისა და RMG Copper-ის თანამშრომლები არასათანადო ანაზღაურებას, ფაქტობრივად გამოუსადეგარი სადაზღვევო პაკეტს და მძიმე სოციალურ პირობებს ასახელებენ. მათი განცხადებით, საწარმოში შექმნილი პირობები და სამუშაო გარემო არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს, სპეციალური აღჭურვილობისა და ტანსაცმლის არარსებობა, შრომის მძიმე პირობები და არაჰიგიენური გარემო მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.

2014-02-22 04:06 სრულად ნახვა