სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ უნდა გაჭიანურდეს

მედიით გავრცელებული ინფირმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ვალდებულებების შესრულების, კერძოდ კი, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ცვლილებების გატარების მიზნით, უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები შევლენ.

2014-04-07 13:58 სრულად ნახვა

ხელისუფლებამ არჩევნებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა მოაგვაროს

უახლოეს მომავალში დაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა მომენტიდანაც ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. მომავალი არჩევნები არის უპრეცედენტო, რადგანაც ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრებისა და მერების/გამგებლების არჩევა ხდება, რაც დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მოწოდებების მიუხედავად, არ მოხდა მერების/გამგებლებისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის გადახედვა, ძირეულად არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა - კვლავ პრობლემურია მრავალმანდატიანი ოლქების არარსებობა და გამგებლებისა და მერების არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვა. 

2014-04-02 08:17 სრულად ნახვა

სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა და პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები

 სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ეფექტურად, ობიექტურად გამოძიების აუცილებლობაზე საიას არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება. ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მიუთითებენ სამართალდამცავთა მიერ მათ წინააღმდეგ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე, იარაღის ან ნარკოტიკების ჩადებაზე, არჩადენილი დანაშაულის აღიარების იძულებაზე და ა.შ. 

2014-04-02 06:24 სრულად ნახვა

საარჩევნო კოდექსში განხორცელებული ცვლილებების ანალიზი

დღეს, 1 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში მრგვალი მაგიდა გამართა, სადაც წარმოადგინა 2014 წელს საარჩევნო კოდექსში განხორცელებული ცვლილებების ანალიზი.

2014-04-01 08:03 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სამაუწყებლო კომპანია „ტელეარხ 25“-თან დაკავშირებით

2012 წლის 24 თებერვალს სამაუწყებლო კომპანია „ტელეარხ 25“-ის მესაკუთრეების ნათესავებს, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადაეცათ დაახლოებით 4 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახელმწიფო ქონება. იმავე დღეს საჯარო რეესტრში დაფიქსირდა ტელეკომპანიის მესაკუთრეების მიერ კუთვნილი წილების გასხვისების ფაქტი. აღნიშნული ფაქტი აღძრავდა ეჭვებს - ჰქონდა თუ არა ადგილი სავარაუდო დანაშაულებრივ შეთანხმებას წილების მესაკუთრეებს, მყიდველებსა და სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადამცემ თანამდებობის პირებს  შორის.

2014-04-01 06:20 სრულად ნახვა

საიას და ტფილისის ჰამქარის განცხადება „პანორმა თბილისის“ პროექტის შესახებ

ბოლო დღეების განმავლობაში მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თანაინვესტირების ფონდის მიერ, თბილისში ე.წ. „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელების შესახებ. პროექტის ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს აჭარებებს.

2014-04-01 03:35 სრულად ნახვა

პარლამენტის წევრზე თავდასხმა უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს გამოძიებული

გვსურს გამოვეხმაუროთ 31 მარტს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის  თანახმად, პარლამენტის წევრ ნუგზარ წიკლაურს გამთენიისას მის საცხოვრებელ სახლთან უცნობი პირები დახვდნენ, და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატის თქმით, ადგილი ჰქონდა მისი გატაცების მცდელობასაც.

2014-03-31 11:10 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს მთავრობას - ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი გადაწყვიტოს ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინებით

საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საქართველოს 7 ქალაქისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შედეგად არსებულ მუნიციპალიტეტთა დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულების ოდენობის განსაზღვრის საკითხს. 2014 წლის 13 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორისგან მიეღო და განეხილა ალტერნატიული წინადადებები.

2014-03-28 06:15 სრულად ნახვა

საიას განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამა წლის 27 მარტს, 13:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირის ჩვენების მისაცემად დაბარებას  შესაძლოა როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ასპექტები ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, მხოლოდ სამართლებრივი შეფასებებით შემოიფარგლება.

2014-03-26 08:45 სრულად ნახვა

სისხლის სამართლის რეფორმის საქართველოს ალიანსი: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა გარდაცვალების ფაქტებზე აუცილებელია შესაბამისი რეაგირება

 გავრცელებული ინფორმაციით 2014 წლის 23 მარტს, დაახლოებით 8:10 საათზე, სასჯელაღსრულების N14 (გეგუთის) დაწესებულებაში 1988 წელს დაბადებული მსჯავრდებული ა.მ. გარდაიცვალა. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით მსჯავრდებულმა თავი მოიკლა. 

2014-03-25 11:26 სრულად ნახვა