სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კამპანიის „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილე ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს და მთავრობას

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე 1 თვით ადრე საქართველოს პარალმენტში პლენარული სხდომები არ გაიმართება, შესაბამისად, ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები განხილვა და მიღება შესაძლოა გადავადდეს.

2014-04-29 12:00 სრულად ნახვა

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისათვის მერის/გამგებლის კანდიდატის წარდგენის აკრძალვას საია და ,,სამართლიანი არჩევნები“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

2014 წლის 28 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ თბილისში მაცხოვრებელი 6 მოქალაქის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსარჩელეები ითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ პარტიას და საარჩევნო ბლოკს აძლევს უფლებას, წარადგინონ მერობის და გამგებლობის კანდიდატები. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარტიულ კანდიდატთან შედარებით დამოუკიდებელი კანდიდატის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებით სადავო ნორმები არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ დისკრიმინაციისაგან აკრძალვის უფლებას.

2014-04-29 10:53 სრულად ნახვა

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებას

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები ხელისუფლებას "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მოუწოდებენ, გაითვალისწინონ სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების მოთხოვნები დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმების შესახებ და საქმით აჩვენონ ქვეყანაში თანასწორი, სოლიდარული გარემოს შექმნისთვის მზადყოფნა. მიმართვას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები, ჯამში 40-მდე ორგანიზაცია.

2014-04-28 12:37 სრულად ნახვა

საიას განცხადება ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებზე

როგორც ცნობილია, 2014 წლის 25 აპრილს პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დააკავა. მასთან ერთად დააკავეს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის რწმუნებული, „ქართული ოცნების“ წევრები და მოქალაქეები, სულ 17 პირი. მუნიციპალიტეტის გამგებელი წვრილმანი ხულიგნობის, ხოლო მისი მხარდამჭერები როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით იქნენ დაკავებულნი.  გამგებლის მხარდამჭერები დააკავეს მაშინ, როდესაც მათ გამგებლის დაკავება ქუჩაში გააპროტესტეს. პოლიციის განცხადებით, დაკავებულებმა საკრებულოს წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.  იმავე დღეს გამგებელს სასამართლომ ჯარიმის სახით 100 ლარი, ხოლო მის მხარდამჭერებს 400 ლარი შეუფარდა. საიას თელავის ოფისის ადვოკატი სასამართლო პროცესზე დაკავებულთაგან 5 პირის, მათ შორის დავით ქევხიშვილის, ინტერესებს იცავდა. 

2014-04-28 10:14 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის მუშაობა შეაფასეს

 თბილისი, 26 აპრილი 2014 – დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“  წარმოადგინეს ერთობლივი ანგარიში – შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის მუშაობის შეფასება.

2014-04-26 23:11 სრულად ნახვა

საია ჩვილი ბავშვების საზღვარგარეთ უკანონო გაყვანასთან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს

საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა ასოციაცია ,,მომავლის იმედმა", რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეხება ჩვილი ბავშვების დაბადების მოწმობების გაყალბებას მათი საზღვარგარეთ უკანონოდ გაყვანის მიზნით. ,,მომავლის იმედის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო დანაშაულის სქემა ასე მუშაობდა: ბავშვების ჩასახვა ხდებოდა დონორთა უჯრედების გამოყენებით, მიღებული ემბრიონების გადანერგვა და გამოზრდა ხდებოდა სუროგატი დედების საშვილოსნოში. ამის შემდეგ, სუროგატ დედებს აიძულებდნენ დაეფარათ სუროგაციის ფაქტი, დარეგისტრირებულიყვნენ კანონიერ დედებად და მამად დაესახელებინათ ის უცხოელი,  რომელსაც საქართველოდან უნდა გაეყვანა ბავშვი.

2014-04-25 14:55 სრულად ნახვა

კოალიციის მოსაზრებები იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წარმოგიდგენთ მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც შემოთავაზებულია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების სისტემა. 

2014-04-24 17:46 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას ახორციელებს

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს უკვე შეუდგა. ორგანიზაცია   წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელოსა და თბილისში აკვირდება. 

2014-04-23 13:34 სრულად ნახვა

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ტელეკომპანია ტვ3-ის გადამღები ჯგუფის დაკავების შემთხვევას

როგორც 2014 წლის 15 აპრილს გორის რაიონის სოფელ აძვთან რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებულმა, ტელეკომპანია ტვ3-ის გადამღები ჯგუფის წევრებმა, ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ, ოპერატორმა ვახტანგ ლეკიაშვილმა და ტექნიკურმა თანამშრომელმა მიხეილ მიხოევმა, განთავისუფლების შემდეგ მედიასთან საუბარში აღნიშნეს, რუსი მესაზღვრეების მიერ მათი დაკავება განხორციელდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი შემდგომ გადაიყვანეს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ნაწილში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

2014-04-18 20:21 სრულად ნახვა

საიამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის მეხუთე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2014 წლის, 16 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს. 

2014-04-16 15:30 სრულად ნახვა