სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონკურსი

2014-06-02 17:45
Featured image

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ სოფლის მეურნეობის  სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ტრენინგ-სემინარში „ახალი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში: ჰოლანდიური გამოცდილების გაზიარება“  მონაწილეობის მისაღებად. 

 
ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა ფარგლებში“.  პროექტის ერთ-ერთი მიმართულება მიგრაცია და განვითარება გულისხმობს ქართული დიასპორის წევრების როლის გაზრდას ქვეყნის განვითარების პროცესში და მათი ცოდნა-გამოცდილების გაზიარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
 
ტრენინგს ჩაატარებს მერაბ ფუტკარაძე - ქართული დიასპორის წევრი, რომელსაც ჰოლანდიაში აქვს მიღებული შესაბამისი  გამოცდილება. 
 
ტრენინგ-სემინარზე განხილული იქნება  შემდეგი საკითხები:
 
●სოფლის მეურნეობის როლი ჰოლანდიაში;
 
●სასათბურე მეურნეობები; 

●ფერმერებისთვის კრედიტების სისტემის მუშაობის წესი;

●სასათბურე სისტემების სარგებელი; ჰოლანდიური მოდელის წარმატების მიზეზები;

●სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და გასაღების ბაზრები; 

●ეკონომიური საწვავის გამოყენების ჰოლანდიური პრაქტიკა (რაფსის თესლი/rapeseed ზეთი); 
●ჰოლანდიური მოდელის საქართველოში დანერგვის პერსპექტივები
●მეცხოველეობა, ფერმა  - ჰოლანდიური ტიპის ფერმის აღწერა.
 
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: 
 
საქართველოს რეგიონებისა და თბილისის სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებს (ფერმერებს, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ სხვა პირებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს), რომლებსაც  სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება სოფლის მეურნეობის განვითარების თანამედროვე სტანდარტებზე 
ზემოაღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების მქონე პირებს 
მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 17 ივნისამდე შემდეგ მისამართზე migration@gyla.ge უნდა გამოაგზავნონ: 
CV 
სამოტივაციო წერილი (რატომ სურს მონაწილეობის მიღება და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას)
 
პროექტის გუნდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს და გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს მონაწილეებს. 
 
ტრენინგი ჩატარდება 2014 წლის 1-2  ივლისს კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში“
ტრენინგის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. 
 
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ტრენინგში მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტირების, სასტუმროსა და კვების ხარჯები. ტრენინგის დასრულებისთანავე შეირჩევა საუკეთესო მონაწილე, რომელსაც ექნება შესაძლებლობა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ჩაატაროს ერთდღიანი ტრენინგი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებისთვის. აღნიშნულ ტრენინგს ორგანიზებას გაუწევენ საიასა და კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლის  ჩატარებისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი.
 
საკონტაქტო პირები და ინფორმაცია: ხათუნა ბურკაძე, მობ.: 577 727235, მერაბ ცინდელიანი, მობ.: 577 506436