სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიციის მოსაზრებები იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წარმოგიდგენთ მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც შემოთავაზებულია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების სისტემა. 

2014-04-24 17:46 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას ახორციელებს

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს უკვე შეუდგა. ორგანიზაცია   წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელოსა და თბილისში აკვირდება. 

2014-04-23 13:34 სრულად ნახვა

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ტელეკომპანია ტვ3-ის გადამღები ჯგუფის დაკავების შემთხვევას

როგორც 2014 წლის 15 აპრილს გორის რაიონის სოფელ აძვთან რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებულმა, ტელეკომპანია ტვ3-ის გადამღები ჯგუფის წევრებმა, ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ, ოპერატორმა ვახტანგ ლეკიაშვილმა და ტექნიკურმა თანამშრომელმა მიხეილ მიხოევმა, განთავისუფლების შემდეგ მედიასთან საუბარში აღნიშნეს, რუსი მესაზღვრეების მიერ მათი დაკავება განხორციელდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი შემდგომ გადაიყვანეს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ნაწილში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

2014-04-18 20:21 სრულად ნახვა

საიამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის მეხუთე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2014 წლის, 16 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს. 

2014-04-16 15:30 სრულად ნახვა

საია - საყდრისი-ყაჩაღიანში სამთო სამუშაოების წარმოება დაუშვებელია

გვსურს გამოვეხმაუროთ, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით ბოლო დროს მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე ადგილი აქვს სხვადასხვა სახის სამუშაოებს.

2014-04-16 11:54 სრულად ნახვა

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკმაყოფილებასა და კრიტიკას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არსებული ვერსია არსებითი უკანდახევაა დისკრიმინაციასთან ბრძოლის იმ მოდელისა და სტანდარტებისგან, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამშრომლობის გზით შეიმუშავა და ასევე პოზიტიურად იქნა შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტიდან ამოღებულია დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტური რეპრესიული და პრევენციული მექანიზმები, რომელიც დამრღვევის მიმართ ჯარიმის დაკისრებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი სავალდებულო ღონისძიებების კონტროლის ინსტრუმენტებს ითვალისწინებდა. ამასთან სუსტი და არაეფექტურია დისკრიმინაციის ფაქტების განხილვისა და მათი აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის კომპეტენციები და  პროცედურული გარანტიები.  

2014-04-15 15:21 სრულად ნახვა

საიამ მავთულხლართებით დაზარალებულთა სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართა

2014 წლის 11 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფელ დვანში მცხოვრები 19 მოქალაქის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სოფელ დვანში რუსი და ოსი „მესაზღვრეების“ მიერ ე.წ. საზღვრის მონიშვნის მიზნით მავთულხლართების გავლებამ გამყოფი ხაზი 400-600 მეტრით გადმოწია, რის გამოც დვანის 50-მდე ოჯახის სასოფლო-სამეურნეო მიწები სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. მავთულხლართების მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, დვანში მცხოვრები 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლიც ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდება. საია ევროპულ სასამართლოში დვანის მაცხოვრებელთა მიწაზე და საცხოვრებელ სახლებზე საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების დარღვევას დავობს.

2014-04-14 13:04 სრულად ნახვა

არსამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში წინასაარჩევნოდ მომხდარ ინციდენტებს ეხმაურებიან

შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო და მოვუწოდებთ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა პირს უარი თქვას ძალადობაზე. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 აპრილს, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას: ბათუმში, ანაკლიაში, თელავში, წყალტუბოსა და თბილისში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული შეხვედრების ჩაშლის მცდელობას.

2014-04-11 11:23 სრულად ნახვა

კამპანიის "ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ" მონაწილე ორგანიზაციები სახელმწიფო უსაფთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელის განცხადებას პასუხობენ

"ეს შენ გეხება-ისვე გვისმენენ" კამპანიაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებებს, სადაც ღია მხარდაჭერაა გამოხატული ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ  საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით. ასევე, კამპანიის მონაწილეები მადლობას უხდიან პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც კანონპროექტის შექმნის და დახვეწის პროცესში მონაწილეობდნენ,  ან მხარი დაუჭირეს  ამ ინიციატივას.     

2014-04-10 17:42 სრულად ნახვა

საია მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს არაეფექტურად მიიჩნევს

საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის თანახმად ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.” კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპის პრაქტიკაში უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური კანონმდებლობის შექმნა. 

2014-04-09 17:14 სრულად ნახვა