სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ე.წ. ტრაქტორების საქმეზე იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმიანება

გუშინ მედიით გავრცელდა იუსტიციის მინისტრის განცხადება, სადაც მან აღნიშნა: ,,ე.წ. ტრაქტორების საქმეზე მე პირველივე დღეს ვთქვი, რომ მჯეროდა, რომ კირვალიძე და მისი გუნდი მართალი იყო კანონის წინაშე".    ჩნდება კითხვა: თუ იუსტიციის მინისტრს პირველივე დღეს სჯეროდა, რომ ბრალდებულები უდანაშაულონი იყვნენ, იურიდიულად შეეძლო თუ არა მას დადებითი გავლენა მოეხდინა მათ წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე?

2014-02-07 06:19 სრულად ნახვა

არასამთავრობოთა მიმართვა ბავშვთა სახლების მონიტორინგთან დაკავშრებით

მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების მონიტორინგის პროცესის დაწყების თაობაზე. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონიტორინგი მოიცავს ყველა ასეთ დაწესებულებას, მათ შორის, საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა სახლებსაც და მისი მიზანია დადგინდეს თუ რამდენად აკმაყოფილებს დაწესებულებები საქართველოში არსებულ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მოთხოვნებს.

2014-02-07 01:27 სრულად ნახვა

იანვრის თვის საიას წარმატებული საქმეები

საიას იურისტების დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სასარგებლოდ საქართველოს მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტების გამოცემა დაევალათ   საიას თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა მოქალაქე რ.ყ-ს ინტერესებს, რომელიც ედავებოდა საქართველოს მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.  სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით,  საქართველოს მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალათ, გამოსცენ ნორმატიული ადმინისტრაციული აქტები, რომელთა საფუძველზეც, განისაზღვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა და დარეგულირდება მასთან დაკავშირებული საკითხები.

2014-02-06 02:47 სრულად ნახვა

მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და კვლავ უსამართლო სააჩევნო სისტემა დატოვა

ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მივიჩნევთ, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მმართველი ძალის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას.  სამწუხაროა, რომ ინტერფრაქციული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პრიორიტეტი არ ყოფილა თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფდა   სამართლიანი და თანასწორი არჩევნების ჩატარებას. 

2014-02-05 06:16 სრულად ნახვა

საიას პოზიცია სახელმწიფოსა და ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის დადებულ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე

2014 წლის 17 იანვარს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა საქართველოსა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის 2011 წლის 06 ივლისს საერთაშორისო არბიტრაჟში დადებული მორიგების შეთანხმება და მისი დამატებითი დოკუმენტები. არბიტრაჟში ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრთა მოთხოვნა იყო ტელეკომპანია ,,იმედის" საკუთრებაში დაბრუნება და ,,მთაწმინდის პარკის" იჯარის აღდგენა, ან კომპენსაცია 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. როგორც აღვნიშნეთ, საარბიტრაჟო განხილვა დასრულდა მორიგებით, ა.პატარკაციშვილის მემკვიდრეებსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმებული პირობებით. 

2014-02-03 05:18 სრულად ნახვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადება GNCC-თან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი კონკურსის შესახებ

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის თვლის, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი კონკურსი გაუმჭვირვალედ წარიმართა.” „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი დამცველი შეირჩევა ღია კონკურსით. მუხედავად ამისა, საზოგადოებრივი დამცველის ვაკანტურ პოზიციაზე ჩატარებული კონკურსი დასრულდა ისე, რომ არ გამხდარა ცნობილი არც საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და არც კანდიდატების მონაცემები. ჩატარებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია დღემდე არ იძებნება არც პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე. გაუმჭვირვალედ წარიმართა, ასევე, თავად კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესიც.  

2014-02-03 04:40 სრულად ნახვა

საიას განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ

კულტურული მემკვიდრეობის კანონით დაცვა სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ხელისუფლებამ მისი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნების მიზნით ყველა შესაძლო ღონისძინება უნდა გაატაროს. 

2014-01-30 04:43 სრულად ნახვა

საია სოციალურ ქსელებში მუხროვანის მოვლენების შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება

გუშინ სოციალურ ქსელსა და მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანე მერაბიშვილი, შემდეგი სიტყვებით მიმართავს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელებს: ,,მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსო, პრემია დიდია.“ ვიდეომასალაში ასახულია სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ირკვევა, რომ ვიდეომასალა უკავშირდება 2009 წელს მუხროვანის მოვლენების მონაწილე პირთა წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რის შედეგადაც გარდაიცვალა გია კრიალაშვილი და მძიმედ დაიჭრა ორი ადამიანი. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იქნენ მიცემული და გამამტყუნებელი განაჩენები დადგა მუხროვანის მოვლენებში მონაწილე რამდენიმე პირის მიმართ.  

2014-01-30 02:52 სრულად ნახვა

საიას საგანგებო განცხადება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის მონიტორინგი წარმოადგენს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ არაერთხელ მოგვითხოვია პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების დაწყება. საიას განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის შემთხვევები, სადაც მოქალაქეები პოლიციელების მხრიდან ცემასა და სხვა სახის ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებენ. სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილ თითქმის ყველა მსგავს შემთხვევაში გამოძიება ან საერთოდ არ დაიწყო, ან დაიწყო, მაგრამ ადეკვატურად და ეფექტურად არ წარიმართა. ცხადია, ამგვარი დამოკიდებულება ქმნის მსგავსი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების რაოდენობის გაზრდის მაღალ რისკს.

2014-01-29 05:05 სრულად ნახვა

საია სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებით პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პატიმრობის კოდექსში მთელი რიგი ცვლილებების შეტანას. მისი ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. საიას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჰქონდა შესაძლებლობა ჩართული ყოფილიყო აღნიშნული კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე სამუშაო პროცესში და სამინისტროსათვის საკუთარი პირველადი მოსაზრებები მის ინიცირებამდე მიეწოდებინა. ცვილებების ნაწილს ორგანიზაცია დადებითად აფასებს, ნაწილს კი - უარყოფითად. საია აპირებს კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები პარლამენტს უახლოეს მომავალში წერილობით მიაწოდოს. 

2014-01-28 05:10 სრულად ნახვა