სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადებას

დღეს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს მთავრობის ინიციატივას გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადის კიდევ ერთხელ გადაწევასთან დაკავშირებით.    მოწმის დაკითხვის ახალი წესი აუქმებს ბრალდების მხარისათვის ამ დრომდე მინიჭებულ გაუმართლებელ უპირატესობებს და ამ გზით უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე მხოლოდ ბრალდების მხარე სავალდებულო წესით ვეღარ მიიღებს მოწმის ჩვენებას. სანაცვლოდ მოწმე ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ თანაბარ პირობებში სავალდებულო წესით მხოლოდ სასამართლო პროცესზე დაიკითხება. 

2013-12-26 05:07 სრულად ნახვა

დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს გიორგი ბარათაშვილის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ სააღსრულებო ფურცელი წარედგინა

2013 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გიორგი ბარათაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მისთვის იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ. გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავდა. 

2013-12-24 08:07 სრულად ნახვა

მთავარი პროკურორის ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გადამოწმდეს

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს მთავარი პროკურორის გერმანიაში ნასამართლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების ნაწილისთვის აღნიშნული ინფორმაცია არაოფიციალურად ცნობილი გახდა გახმაურებამდე და ვცდილობდით მისი ნამდვილობის ოფიციალურად გადამოწმებას, რათა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებას ზიანი არ  მიეყენებინა სამართალდამცავი ორგანოს იმიჯსა და სანდოობისათვის. რადგან ინფორმაცია უკვე გასაჯაროვდა, უნდა გაირკვეს მისი ნამდვილობა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ოფიციალურად გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა და გააცნოს საზოგადოებას.  

2013-12-24 07:25 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, თანდართულ ფაილში იხილოთ საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის (წერის შედეგები) შედეგები სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.  

2013-12-24 02:44 სრულად ნახვა

ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.

2013-12-23 04:30 სრულად ნახვა

კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადება მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების მორიგ გადავადებასთან დაკავშირებით

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწევს, ამჯერად 2 წლით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე. კოალიციას მიაჩნია, რომ ინიცირებული ცვლილება უარყოფით გავლენას მოახდენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებაზე და მოუწოდებს კანონპროექტის ინიციატორებს გამოიწვიონ კანონპროექტი პარლამენტიდან. 

2013-12-23 04:11 სრულად ნახვა

ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს

როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ 14 დეკემბერს, უცნობმა პირებმა ის გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მანქანაში ჩასვეს, თავზე გადააფარეს მოსაცმელი და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.   მერაბიშვილის განცხადებით, ის მიიყვანეს უცნობ შენობაში, მისი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მას დახვდა საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პიროვნება. მერაბიშვილის გადმოცემით, მთავარმა პროკურორმა მას ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა და ასევე მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრების დასახელება მოსთხოვა. სანაცვლოდ მას დაჰპირდნენ დახმარებას ქვეყნიდან გასვლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მერაბიშვილს დაემუქრნენ, რომ მას ციხეში შეუქმნიდნენ ცუდ პირობებს და მის მეგობრებსაც დაიჭერდნენ. 

2013-12-23 04:00 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები: გიგი უგულავას განცხადება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს

როგორც ცნობილია, 2013 წლის 21 დეკემბერს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ ხორციელდება ზეწოლა გარკვეული პირების, მათ შორის, შსს გენერალური ინსპექციის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების მხრიდან. მან დაასახელა კონკრეტული პირები, რომლებიც მისივე განცხადებით, მონაწილეობენ მოსამართლის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში.  მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება დროულ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს შესაბამისი სუბიექტების მხრიდან.  

2013-12-22 05:42 სრულად ნახვა

საიამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წლის 20 დეკემბერს წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2013 წლის 4 ივლისიდან 12 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. 

2013-12-20 05:35 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე

აღმასრულებელი დირექტორის ძირითადი ფუნქციებია:     o ორგანიზაციული მენეჯმენტი და სტრატეგიული დაგეგმარება;  o ადამიანური რესურსების წახალისება და ახალი კადრების მოზიდვა; o ორგანიზაციის იმიჯის სტაბილურობა ქვეყნის შიგნით, დონორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; o ინოვაციური მიდგომა დასახული მიზნების მიღწევისა და ორგანიზაციის შედეგების ეფექტიანობის ზრდის მიზნით; • მიმდინარე პროგრამების მონიტორინგი და ეფექტურობის გაუმჯობესება;  

2013-12-19 07:26 სრულად ნახვა