სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კორტებთან მოკლული ვაზაგაშვილის მშობლები გამოძიებამ დაზარალებულად არ სცნო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2 მაისს კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები ქალაქის პროკურატურამ დაზარალებულად არ სცნო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების ინტერესებს იცავს. საიას ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ქალაქის პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა, რომლითაც ის გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვდა. ქალაქის პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არ სცნო. მოტივად მათ კონკრეტულ ფაქტზე დაწყებული საქმის წარმოება დაასახელეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტით და მიიჩნევს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებს ამ ფაქტით სასამართლოზე გამოსვლის უფლება ჩამოერთვათ და მათ არ შეუძლიათ საქმეზე ობიექტურობის დადგენისათვის გამოძიებაში აქტიურად ჩართვა. ეს კი გამოძიების მხრიდან სამართლიანი სასამართლოს უგულველყოფას წარმოადგენს.

2006-06-13 20:00 სრულად ნახვა

აქცია “ბავშვების მომავალი სიღარიბის გარეშე”

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ალიანსმა “მომავალი სიღარიბის გარეშე”, რომლის წევრიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისსა და ქუთაისში აქცია გამართა. აქციას ერქვა “ბავშვების მომავალი სიღარიბის გარეშე.” 12 საათზე ფილარმონიას თეთრი სარტყელი შემოეკრა, რომელიც სიღარიბესთან ბრძოლის სიმბოლოა და ფილარმონიის აივნიდან გაიშვა ათასი საჰაერო ბურთი ათას “ათასწლეულის გზავნილთან” ერთად. ის 50 ადამიანი, ვინც ათასწლეულის ბარათს იპოვნის და მას 30 სექტემბრამდე ყველაზე შორი მანძილიდან გამოგვიგზავნის, პრიზს მიიღებს. 14.00 საათზე ქუთაისში საჰაერო ბურთებისა და ათასწლეულის გზავნილის აქციასთან ერთად აღმაშენებლის მოედანზე თოჯინების თეატრმა ბავშვებისათვის ღია ცის ქვეშ წარმოდგენა გამართა.

2006-05-31 20:00 სრულად ნახვა

ინფორმაციის თავისუფლების საკითხების განხილვა დიდ ბრიტანეთში

23-24 მაისს მანჩესტერში (დიდი ბრიტანეთი) ინფორმაციის კომისრების მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის "ინფორმაციის თავისუფლება, სამართლებრივი რეფორმა და ფინანსური გამჭვირვალობა" კოორდინატორმა თამარ გურჩიანმა. აქვე გაიმართა "ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივის" მიერ ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს "მანჩესტერის დეკლარაცია", რომელიც კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, რომ  ინფორმაციის თავისუფლება ფუნდამენტურ უფლებად იქნეს აღიარებული. ეს უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად. დეკლარაციის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო საზოგადოებასთან ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის. დანართში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ "მანჩესტერის დეკლარაციის" სრული ტექსტი   მანჩესტერის დეკლარაცია

2006-05-29 20:00 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტებმა სიღნაღის მოსახლეობას იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს

2006 წლის 22-25 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის, თელავის და გორის ოფისების მიერ ერთობლივი ავტოტური  განხორციელდა კახეთის რეგიონში. შეხვედრები სიღნაღის რაიონის სოფლებში შედგა, სადაც სოფლის მოსახლეობას უფასო იურიდიული კონსულტაცია გაეწია. შეხვედრები გაიმართა სიღნაღის რაიონის ათ სოფელში: ერისიმედი, ტიბაანი, ძველი ანაგა, ბოდბისხევი, ნუკრიანი, ქვემო მაღარო, ზემო მაღარო, ულიანოვკა, ზემო ბოდბე, ქვემო ბოდბე. მოსახლეობასთან შეხვედრები იმართებოდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში – სკოლებში, სოფლის საკრებულოებში. მოსახლეობას დამატებითი ინფორმაციისათვის მათთვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული პუბლიკაციები დაურიგდათ.

2006-05-28 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის თემაზე - “ოჯახური ძალადობა”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 30 მაისს ატარებს ჟურნალისტთათვის ტრენინგს თემაზე “ოჯახური ძალადობა”. ტრენინგი დაიწყება 11.00 საათზე და გაგრძელდება 16.00 საათამდე. ტრენინგი ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში მისამართზე კრილოვის ქ. 15. ტრენინგის მიზნებია: ოჯახური ძალადობის საკითხის ძირითადი არსის გაცნობა; სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის გაცნობიერება; სამოქმედო გეგმაში ასახული ძირითადი  მიმართულებების განხილვა;საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირების სფეროებისა და დებულებების შესწავლა;ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და შესაძლებლობების შემეცნება. ტრენინგში მონაწილეობა ჟურნალისტთათვის უფასოა. ტრენინგში მონაწილეობის მიღებისათვის გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 28 მაისამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ტელ. 936101 ან 952353ან დაგვიკავშირდით იმეილზე: presscenter@gyla.ge საკონტაქტო პირი – თორნიკე გურული

2006-05-22 20:00 სრულად ნახვა

ნულოვანი ტოლერანტობა პოლიციის თვითნებობას

ანა დოლიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (სტატია გამოქვეყნდა გაზეთ "24 საათში" 22 მაისს)  გუშინ, ღამის 2 საათზე ახლობელმა დამირეკა. მისი ბიძა დღის 3 საათზე, ხუთმა მამაკაცმა, პოლიციის სანიშნეებით გამორჩეულმა სამუშაო ადგილიდან წაიყვანა ისე, რომ არც მიზეზი უთქვამთ და არც ის, თუ სად მიჰყავდათ. წინასწარი დაკავების იზოლატორებში და პოლიციის განყოფილებებში მთელი დღის ამაოდ ძებნის შემდეგ, “სანდრო გირგვლიანის წესით” გატაცებულად ჩათვალეს და დახმარებისათვის დამიკავშირდნენ. ამ ხნის განმავლობაში არავინ დაკავშირებიათ, არც ადგილსამყოფელი უცნობებია და არც გამოსასყიდი მოუთხოვია ვინმეს. როგორც გავარკვიეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულთა შორის ეს პირი არ ირიცხებოდა. ის იყო პატრულს შევატყობინეთ გატაცების ფაქტის შესახებ, რომ მასთან ერთად უგზოუკვლოდ გამქრალის ნათესავებმა შეგვატყობინეს - ფინანსურ პოლიციაში იყო წაყვანილი დაკითხვაზე. შეგვატყობინეს ღამის 3 საათზე10 საათის განმავლობაში პანიკური ძებნის შემდეგ.

2006-05-21 20:00 სრულად ნახვა

აქცია სიცოცხლის უფლების დასაცავად - “დატოვე ანაბეჭდი!”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20 მაისს თბილისსა და ქუთაისში აქცია გამართა. 1999 წლის 20 მაისს საქართველოსთვის ძალაში შევიდა “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენცია”. ამ დოკუმენტით საქართველომ კიდევ ერთხელ აღიარა ადამიანის სიცოცხლის უფლება. დღეს საქართველოში უხეშად ირღვევა სიცოცხლის უფლება. მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჩვენგანი.

2006-05-19 20:00 სრულად ნახვა

გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

დანართში თქვენ იხილვავთ გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ 19 მაისს გამოქვეყნებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.  შეგახსენებთ, რომ 3-4 მაისს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა განიხილა საქართველოს სახელმწიფოს მე-3 პერიოდული ანგარიში საქართველოში წამებასთან დაკავშირებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრთან და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდთან ერთად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან  “მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმეგ” თანამშრომლობით ალტერნატული ანგარიში მოამზადა და ჟენევაში წარადგინა. აღსანიშნავია, რომ გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციაში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციათა მომზადებული ალტერნატიული ანგარიშის დებულებათა უმრავლესობა. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

2006-05-18 20:00 სრულად ნახვა

საპატრულო პოლიციის ავტომანქანებზე “ჯეოსელის” რეკლამა კანონდარღვევაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “საიმპიჩმენტო პროცედურათა ინიციაციის ცენტრი” შეშფოთებულები არიან იმ ფაქტის გამო, რომ საპატრულო პოლიციის ავტომანქანების სანომრე ნიშნის ადგილზე კომპანია “ჯეოსელის” რეკლამაა განთავსებული. მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წააგო სასამართლო პროცესი ინფორმაციის გაუცემლობის გამო, საიამ და საიმპიჩმენტო პროცედურათა ინიციაციის ცენტრმა მოიპოვა ხელშეკრულება შპს “ჯეოსელსა” და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შორის, რომელიც გაფორმებულია 2004 წლის 24 დეკემბერს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია “ჯეოსელი” შსს-ს უსასყიდლოდ გადასცემს 2500 სიმ-ბარათს და 600 სიმ-ბარათზე გამოუყოფს შსს-ს თვეში ოც ლარიან უფასო სასაუბრო დროს. ამის სანაცვლოდ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განათავსებს კომპანია “ჯეოსელის” სახელწოდებას  ან/და სასაქონლო ნიშანს საპატრულო ავტომობილებზე. ამასთანავე ხელშეკრულების თანახმად, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია “არ ისარგებლოს  კომპანიის კონკურენტი საწარმოს მომსახურეობით ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში”.

2006-05-16 20:00 სრულად ნახვა

საპარლამენტო დებატების ტურნირის ნახევარფინალი და ფინალი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 12 მაისს გაიმართა საპარლამენტო დებატების ტურნირის ნახევარფინალი და ფინალი. ნახევარფინალში დებატი წარიმართა შემდეგ რეზოლუციაზე: ამ პალატას სჯერა, რომ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია ფინალში გავიდნენ შემდეგი გუნდები: - თამარ ჩუგოშვილი   (კონსტიტუციური სამართლის ჯგუფი)- ნინო გობრონიძე - თამარ დაუშვილი   (საერთაშორისო სამართლის ჯგუფი)- ნინო სარიშვილი ფინალში დებატი წარიმართა შემდეგ რეზოლუციაზე: ამ პალატას სჯერა, რომ სიცოცხლის უფლება ხელშეუვალია გამარჯვებული გუნდი - თამარ დაუშვილი  - ნინო სარიშვილი იმავე დღეს გამოვლინდა საპარლამენტო დებატების ტურნირის ათი საუკეთესო ორატორი 10 საუკეთესო ორატორი 1 ნინო გობრონიძე (9.3)2 თამარ ჩუგოშვილი (8.8)3. შოთა ტყეშელაშვილი (8.7)4. თამარ გვარამაძე; ელისო ჩაბრავა (8.5)5. ხათუნა ხელიძე; სარიშვილი ნინო (8.3)6. გიორგი მირცხულავა; არჩილ ნიჟარაძე (8.2)7. ეკა მიქაძე; თამარ შვანგირაძე (8.0)8 ლანა ლაგვილავა; სალომე რეხვიაშვილი; ლუიზა ჩალათაშვილი (7.8)9 მიხეილ ცხოვრებაძე (7.7)10 ზურაბ ლანჩავა (7.6)

2006-05-13 20:00 სრულად ნახვა