სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია თანაშემწეების მისაღებად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატისა და  კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

2010-11-08 14:17 სრულად ნახვა

31 ოქტომბერს საიას XVII საერთო კრება შედგა

31 ოქტომბერს გაიმართა საიას რიგით XVII საერთო კრება.თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის გარდა, წევრებს ანგარიში ჩააბარეს საიას იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა კახა კოჟორიძემ, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის დირექტორმა თამარ მეტრეველმა, რეგიონალური განვითარების დირექტორმა მზია გოჩელაშვილმა და პროექტის "ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა საქართველოში" კოორდინატორმა თამარ კორძაიამ.საიას წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს მომავალი 4 წლის სტრატეგია, რომელიც საიას საქმიანობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს.  წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მომავალი სტრატეგიის შესრულებას საიას თითოეული წევრი უზრუნველყოფს.საერთო კრებაზე ტრადიციულად ჩატარდა არჩევნები გამგეობის ახალი წევრების ასარჩევად.კენჭისყრის შედეგად 21-კაციანი გამგეობა შვიდი წევრით განახლდა: თამარ ხიდაშელი;თამარ კორძაია;გიორგი მშვენიერაძე;დიანა ჟღენტი;ლელა ტალიური;თამარ ჩუგოშვილი;გიორგი ჩხეიძე.საერთო კრებაზე წევრებს საიას გამოცემებთან ერთად დაურიგდათ 2010 წლის წლიური ანგარიში, რომელშიც აღწერილია ორგანიზაციის მიერ საანგარიშო პერიოდში (2009 წლის ოქტომბერი - 2010 წლის ოქტომბერი) გაწეული საქმიანობა.

2010-11-05 16:09 სრულად ნახვა

საია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სარჩელების წარდგენის ვადებზე სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2010 წლი 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება.კერძო საჩივრის წარდგენა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ჩვენი ორგანიზაცია 2010 წლის 15 მარტს შეტანილი სარჩელით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინააღმდეგ, ითხოვდა მოპასუხეს დავალებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემა.

2010-11-04 11:42 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს თბილისის #8 სასჯელაღრსულების დაწესებულების ადმინისტრაციას პატივი სცეს ადვოკატთან შეხვედრის კონფიდენციალობას

საია ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის 21 აგვისტოს განცხადებას თბილისის #8 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საკნებში შექმნილ არასათანადო პირობებსა და თავისუფლებააღკვეთილი პირის ადვოკატთან საუბრის კონფიდენციალობისათვის შექმნილ დაბრკოლებებთან დაკავშირებით. საია ადასტურებს სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებულ გარემოებებს და სრულად იზიარებს მასში გამოთქმულ წუხილს.

2010-10-25 14:19 სრულად ნახვა

31 ოქტომბერს საიას საერთო კრება გაიმართება

საიას წევრთა საყურადღებოდ!31 ოქტომბერს, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მე-17 საერთო კრება.რეგისტრაცია დაიწყება 10.00 საათზე.წევრთა დასწრება სავალდებულოა!

2010-10-25 08:12 სრულად ნახვა

საიას თავმჯდომარის წერილობითი თხოვნის საფუძველზე ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანებაში ცვლილება შეიტანა

2010 წლის 16 აგვისტოს საიას სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა მოქალაქე ბ.ზ.-მ, რომელიც  განეკუთვნებოდა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, დაღუპულთა მშობლის კატეგორიას. მას 1993 წელს აფხაზეთში ორი შვილი დაეღუპა.მოქალაქე ბ.ზ.-მ 2010 წლის აგვისტოში შემთხვევით გაიგო, რომ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე მას აქვს უფლება თითოეულ დაღუპულ შვილზე მიიღოს პენსია 55 ლარის ოდენობით.მომმართველისთვის მანამდე უცნობი იყო ამ დახმარების შესახებ, რადგან აღნიშნული ბრძანება არც ერთი მედია საშუალებით არ გავრცელებულა, გარდა  „საკანონმდებლო მაცნე“-სა. ვინაიდან აღნიშნული ჟურნალის გავრცელების არეალი ძალიან ვიწროა, შესაბამისად, ინფორმაციამ ქალბატონამდე დაგვიანებით მიაღწია.

2010-10-19 15:56 სრულად ნახვა

საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისას რეგლამენტი დაარღვია

2010 წლის სექტემბერში, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულ რეჟიმში, დახურულ კარს მიღმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მიერ დადგენილი პრინციპების დარღვევით მიიღო საპროცესო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი, რითაც საშუალება წაართვა დაინტერესებულ მხარეებს, გამოეთქვათ და დაეცვათ საკუთარი მოსაზრებები პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებათა პროექტის პრეზენტაცია 1 სექტემბერს წარმოადგინა, პროექტის პარლამენტში გადაგზავნილი ვერსია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი აღარ გამხდარა.

2010-10-13 10:52 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მოსაზრებები UPR-თვის მთავრობის ანგარიშის პროექტზე

2010 წლის 8 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომელშიც შედის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა საკუთარი მოსაზრებები საქართველოს მთავრობის მიერ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის (UPR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გასაგზავნი ეროვნული ანგარიშის პროექტზე.კოალიციის შეფასებით, მთავრობის ანგარიში ზოგადია და მასში არ არის წარმოდგენილი მთავრობის შეფასება ადამიანის უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებთან და სისტემური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დღემდე დაუსჯელი რჩება.

2010-10-08 13:44 სრულად ნახვა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს!

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპროტესტებს ტელე-რადიო კომპანიის “თრიალეთი” გენერალური დირექტორის, ჯონდი ნანეტაშვილის მიმართ საპატრულო პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს.2010 წლის 7 ოქტომბერს ტელე-რადიო კომპანიის “თრიალეთი” გენერალური დირექტორი ჯონდი ნანეტაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გააჩერეს ქ. გორში ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩის კვეთასთან არსებულ შუქნიშანთან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯონდი ნანეტაშვილს განუმარტეს, რომ ავტომანქანის მართვისას ტელეფონზე საუბრის გამო ადმინისტრაციული წესით უნდა დაეჯარიმებინათ. აღნიშნული დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1182-ე მუხლის თანახმად, 10 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

2010-10-08 10:22 სრულად ნახვა

საია პარლამენტს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნას წარუდგენს

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტს  საკუთარ შენიშვნებსა და წინადადებებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის 20 ივლისს ინიცირებულ კონსტიტუციური კანონის პროექტთან ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” დაკავშირებით.საია თავს უფლებას აძლევს, კიდევ ერთხელ შეაფასოს უარყოფითად კონსტიტუციის მიღების დაჩქარებული ტემპი,  რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა მხედველობაში არ მიიღო არც ვენეციის კომისიის თხოვნა წარმოდგენილი პროექტის განხილვების ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გადადების შესახებ.

2010-10-07 13:35 სრულად ნახვა