სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო გარემოს შეაფასეს

მოკლე მიმოხილვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში არჩევნების გზით პირველად შეიცვალა ხელისუფლება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. 2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდი მთლიანობაში დადებით შეფასებას იმსახურებს და 2012 წელთან შედარებით გაცილებით მშვიდ ვითარებაში, ნაკლები დარღვევების ფონზე წარიმართა.   2013 წლის დასაწყისში პარლამენტში შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელმაც საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შემუშავება მოახერხა. ძირითადად, ეს ცვლილებები პარტიების დაფინანსებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და საარჩევნო სიების ფორმირებას შეეხებოდა. ცვლილებები არ შეეხო წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საქმიანობას, საარჩევნო სისტემას, საარჩევნო დავებს, კენჭისყრის პროცედურებს; ასევე, საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს.     

2013-10-26 04:18 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ასარჩევად მიმდინარე კონკურსს ეხმაურება

2013 წლის 17 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევ კონკურსში, ფრაქცია „ქართული ოცნების“, "ქართული ოცნება აჭარისა" და "ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა.  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და "ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების" მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა კი ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დარჩენილი ორი წევრის ასარჩევად კონკურსი გაგრძელდება.   

2013-10-24 09:02 სრულად ნახვა

საიამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა. ანგარიში  მოიცავს 2013 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. სამთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში:  კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარასა და ოზურგეთში საიას მონიტორების დახმარებით ახორციელებდა. 

2013-10-24 07:56 სრულად ნახვა

საიამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის მეოთხე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2013 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.   

2013-10-22 05:59 სრულად ნახვა

საიამ საჯარო დაწესებულების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესებთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გამართა

2013 წლის 21 ოქტომბერს საიამ მორიგი კვლევის „საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი“ პრეზენტაცია გამართა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებით კვლევაში წარმოდგენილია ინფორმაცია, როგორც საქრთველოში არსებული პრაქტიკის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.  კვლევაში ინდივიდუალურად არის განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარალმენტის, მთავრობის კანცელარიის, საქართველოში არსებული ყველა სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრის აპარატების, ასევე თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის თვითმმართველობების მიერ 2011 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის ივლისის თვის ჩათვლით, როგორც შესყიდული ასევე უსასყიდლოდ და ჩუქების ფორმით მიღებული  ავტოსანტრაპორტო საშუალებების შემთხვევები. 

2013-10-21 06:29 სრულად ნახვა

საიას შენიშვნების გათვალისწინება „პოლიციის შესახებ“ კანონპროექტში

საქართველოს პარლამენტმა 4 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი (აღნიშნული დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა).  საია ჩართული იყო აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებში ჩართულობის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობის გზით. დოკუმენტის განხილვისას საიას წარმომადგენლები აქტიურად აფიქსირებდნენ მოსაზრებებს სხვადახვა საკითხზე, მომზადებულ იქნა წერილობითი დასკვნა. საიას შენიშვნების ნაწილი პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში ასახულია, რაც მისასალმებელია. გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა:

2013-10-21 02:13 სრულად ნახვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერ ორგანიზაციებს, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი საკითხის თაობაზე და ასევე, გამოვთქვათ შეშფოთება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.  2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ტრანს ელექტრიკა ლიმითედს” შორის (სხვა მხარეებთან ერთად) დაიდო ხელშეკრულება ხუდონჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ შეასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მოიპოვებს პროექტის განსახორციელებლად  აუცილებელ ნებართვებსა და ლიცენზიებს.

2013-10-17 07:38 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების შემზღუდველი ცესკოს დადგენილება უნდა გაუქმდეს

2012 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოების წესს. დადგენილება აწესებს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების ისეთ შეზღუდვებს როგორიცაა: - იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს კენჭისყრის შენობაში განმეორებით შესვლისა და ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოების უფლებას.

2013-10-16 04:02 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრის შესახებ

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მზაობას გამოთქვამს წინასაარჩევნო პერიოდში ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაცვლას მართლმსაჯულების სფეროს აქტუალური საკითხების შესახებ.  

2013-10-15 10:18 სრულად ნახვა

განცხადება ნაციონალური მოძრაობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით

გვინდა, გამოვეხმაუროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, რის შემდეგაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სხდომის მონაწილეებს და თვითმხილველებს, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის მართლაც მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც პარლამენტის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ მმართველ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება უნდა, რაზეც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ეს მათ უკვე წარმატებულად მოახერხეს. 

2013-10-12 12:40 სრულად ნახვა