სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

2013 წლის 12 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ლალი ლაზარაშვილის, განცხადება. იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და პლენუმის წევრებს ადანაშაულებდა 2010 წელს მისი, როგორც მოსამართლის, დამოუკიდებლობის ხელყოფასა და თანამდებობის დატოვების იძულებაში, რაც გამოიხატებოდა: უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანაში, მის მიმართ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით არაერთხელ განხორციელებულ ზეწოლასა და სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას პირდაპირ ჩარევაში.  

2013-12-02 03:18 სრულად ნახვა

განცხადება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გაურკვეველი დროით გადავადების თაობაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება გუშინ, 2013 წლის 28 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებულ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება.    ჩვენთვის მიუღებელია როგორც კომისიის შექმნის გაურკვეველი ვადით გადადება, ასევე ის მიზეზები, რაც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. კერძოდ კი ის, რომ ქვეყანა, თავისი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მზად არ არის მსგავსი კომისიის შესაქმნელად. 

2013-11-29 01:55 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს “საგამოძიებო ჟურნალისტიკის ზამთრის სკოლაში”

“ზამთრის სკოლა” საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს ქართული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობას, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში აუცილებელი სამართლებრივი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვას, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი აქტუალური თემების გამოძიების წახალისებას.  

2013-11-28 09:42 სრულად ნახვა

საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის სათანადო რეგულაციების საჭიროების შესახებ

უკანასკნელი რამდენი წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის თემა საკმაოდ ხშირად ხდებოდა საზოგადოებისა და მედიის განხილვის საგანი. მწვავე კრიტიკას იმსახურებდა საჯარო მოხელეთა მიერ ძვირადღირებული ავტომანქანების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესყიდვა. 

2013-11-28 02:15 სრულად ნახვა

საიამ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ კანონპროექტზე პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

მიმდინარე წლის 06 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ იქნა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ კანონის პროექტი. საია მიესალმება დევნილთა შესახებ ახალი კანონის მიღების ინიციატივას და მის  საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მცდელობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კანონპროექტში არის სადავო ნორმები (დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და დევნილის შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები), რომელთა წარმოდგენილი სახით მიღება არ მიგვაჩნია გამართლებულად. 

2013-11-26 07:37 სრულად ნახვა

http://gyla.ge/geo/parliament

http://gyla.ge/geo/parliament

2013-11-26 02:38 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში    სტაჟირების ხანგრძლივობა:  6 თვე ადგილმდებარეობა: თბილისი, ჯ. კახიძის ქ. # 15   საკონკურსო  მოთხოვნები:  

2013-11-25 05:15 სრულად ნახვა

შეხვედრები რეგიონებში მიგრაციის თემატიკაზე

2013 წლის 20-22 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა სხვადასხვა რეგიონში (გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი) ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. 

2013-11-22 00:50 სრულად ნახვა

კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადება ტელეკომპანია ,,TV3“-თან დაკავშირებით

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 20 მაისის N343/11 გადაწყვეტილებით გაცემული თანხმობის საფუძველზე შპს „TV3“-ის წილის 9%-ის მესაკუთრე გახდა კახა ბაინდურაშვილი.    ცნობილია, რომ კახა ბაინდურაშვილი ამავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო პალატის პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლების შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.  

2013-11-20 08:36 სრულად ნახვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით

ხელმომწერი პირები უარყოფითად ვაფასებთ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და შესაძლებელი ხდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა ისეთი ბუნდოვან და გაურკვეველ პირობებში, როგორიცაა:  -განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობა. 

2013-11-19 05:14 სრულად ნახვა