სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონკურსი სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად

2014-03-12 07:14
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ერთობლივი პროექტის ”საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” ფარგლებში აცხადებენ კონკურსს,  სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად.
 
ვიდეორგოლის მიზანია საქართველოს მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია  საიას ცენტრალური და  რეგიონული ოფისების მიერ დაბრუნებული მიგრანტებისთვის უფასო კვალიფიციური იურიდიული დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით. რაც გულისხმობს  სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის ხელმისაწვდომობას, სახელმწიფო დაწესებულებების სახელზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ, სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფას.  ვიდეო რგოლის მომზადებისას ტექსტის სახით გამოყენებული უნდა იქნას თანდართული საინფორმაციო მასალა.
 
დაინტერესებულმა პირებმა 31 მარტამდე უნდა წარმოადგინონ:
შესაბამისი სცენარი,  
სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი 
კონკურსანტის მიერ შესრულებული სამუშაოს ბმულები. 
 
ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს და დაცული უნდა იყოს  სატელევიზიო/რადიო სოციალური რგოლისთვის განკუთვნილი პარამეტრები. 
მიღებული განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სოციალური რგოლის ძირითადი გზავნილების მკაფიოდ გადმოცემა, კრეატიულობა, კონკურსის პირობების დაცვა, რეალისტური ბიუჯეტი.
 
სცენარი და ბიუჯეტი დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ან გამოაგზავნონ შემდეგ  მისამართზე: migration@gyla.ge  ან  თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისი)
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ნინო ჩიხლაძეს
საკონტაქტო ინფორმაცია: 2936101/შიდა ნომერი129, მობ.: 577 070521
________________________________________
სოციალური რგოლი მომზადდება საიას (gyla.ge) და კავკასიური ინსტიტუტის (cipdd.org) ერთობლივი პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“  ფარგლებში. 
პროექტის 4 მთავარი მიმართულებაა:
1. მიგრაცია და განვითარება; 
2. მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; 
3. არალეგალური მიგრაციისა  და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა;
4. მიგრანტთა უფლებების დაცვა. 
 
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ