სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი შეფასება ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით

8 მაისს ძალაში შევიდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მიზანია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.“ მისასალმებელია, რომ ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გამოიჩინეს მტკიცე ნება და მადისკრიმინირებელი ნიშნების ჩამონათვალში, სხვა შიდა საკანონმდებლო აქტების მსგავსად, მიუთითეს „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“. კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის უზრუნველსაყოფად აუცილებელია გამონაკლისების გამორიცხვა, თანასწორობის უფლების უზრუნველყოფა  ყველასთვის და არა მხოლოდ ცალკეული სოციალური ჯგუფებისათვის.

2014-05-10 12:29 სრულად ნახვა

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აქვეყნებს გზამკვლევს „მედია და არჩევნები 2014“

გზამკვლევი დაეხმარება ჟურნალისტებს და მედიასაშუალებებს მიიღონ დეტალური ინფორმაცია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების წესების შესახებ. ,,მედია და არჩევნები 2014’’ შეიცავს ინფორმაციას: ·         საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მედიის ვალდებულებების შესახებ; ·         მედიის უფლებების შესახებ, რომელთა ცოდნაც ხელს შეუწყობს ჟურნალისტებს არჩევნების ეფექტურად და თავისუფლად გაშუქებაში.

2014-05-09 00:19 სრულად ნახვა

საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მთავრობის უარს საია სასამართლოში გაასაჩივრებს

2014 წლის 11 აპრილს საქართველოს მთავრობაში წარდგენილი იქნა მოქალაქეების კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის იმ გადაწყვეტილების ბათილობა იქნა მოთხოვნილი, რის საფუძველზეც შპს „RMG Gold”-მა საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო. 2014 წლის 7 მაისს საჩვირის ავტორებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, თითქოსდა საჩივარი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ.

2014-05-08 15:01 სრულად ნახვა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით

6 მაისს "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ტელეკომპანიის თანამშრომლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს. გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ტელეკომპანიაში აუდიო-ვიზუალური თვალთვალი მიმდინარეობდა. ნიკა გვარამიამ მისი და მისი მოადგილის ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურით გადაღებული ვიდეომასალა მედიას წარუდგინეს. გვარამიას განცხადებით, ვიდეომასალა, მათმა ინფორმატორმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიპოვა და მასზე კაბინეტებში მიმდინარე საუბრებია ჩაწერილი.

2014-05-07 20:00 სრულად ნახვა

საიამ მთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშრებით განცხადებით მიმართა

დღეს, 6 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოს მთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებით მიმართა.  

2014-05-06 13:40 სრულად ნახვა

საიას აპრილის თვის წარმატებული საქმეები

საიას თბილისის ოფისის დახმარებით მეწარმეს უკანონოდ ჩამორთმეული საქონლის ღირებულება _ 77 161.20 ლარი აუნაზღაურდება საიას თბილისის ოფისი იურიდიულ დახმარებას უწევდა ბ.ქ.-ს. ბ.ქ. წარმოადგენდა ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელსაც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის  საფუძველზე ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი  და საგადასახადო მოთხოვნა  ბათილად იქნა ცნობილი და ბ.ქ.-ს მიეცა უფლება უკან დაებრუნებინა ჩამორთმეული ქონება.  

2014-05-05 11:44 სრულად ნახვა

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის განცხადების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ

 მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. პრემიერმინისტრის თქმით, „ის ვარიანტი, რაც წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, იყო, პირდაპირი მნიშვნელობით, კატასტროფის ტოლფასი და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცავი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულად, ეფექტურად მუშაობას.“ მისივე განცხადებით, „მაშინ, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება, ჩვენ ყოველ მხრივ ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, ყველას გასაგონად, თავისი რეკლამებით - და რეკლამებში ხარჯავენ ათასობით, ასი ათასობით ლარს იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი... ამას მე ვუწოდებ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას. მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა.

2014-05-01 19:52 სრულად ნახვა

საია შსს-ს ყვარლის ინციდენტის ობიექტურად შესწავლისა და სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს

როგორც ცნობილია, 2014 წლის 25 აპრილს პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ასევე მუნიციპალიტეტის სამი სოფლის რწმუნებული, „ქართული ოცნების“ წევრები და მოქალაქეები, სულ 17 პირი დააკავა. საია დაკავებულთაგან ხუთი პირის, მათ შორის, დავით ქევხიშვილის ინტერესებს იცავდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 28 აპრილს საიამ განცხადება გაავრცელა.

2014-05-01 13:24 სრულად ნახვა

საიას განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

1 მაისს მშრომელთა საეთაშორისო დღე აღინიშნება. შრომის უფლება სოციალური უფლებების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და უკავშირდება სოციალური სახელმწიფოს არსს, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფაა.  საქართველოს კონსტიტუცია იცავს შრომის უფლებას, რაც მოიცავს ადამიანის შესაძლებლობას დასაქმდეს მისი ნებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, არ დაექვემდებაროს იძულებით, დამამცირებელ ან ღირსებაშემლახავ შრომით გარემოს.

2014-04-30 18:26 სრულად ნახვა

საიამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დასკვნა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დასკვნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეფორმირებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისიწნებით.   

2014-04-30 17:18 სრულად ნახვა