სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას კონკურსი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

2014-06-25 10:37
Featured image

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ არქიტექტორებსა და მშენებლობის სფეროში დასაქმებულ პირებს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ტრენინგში „არქიტექტურა და ქალაქმშენებლობა - ჰოლანდიური გამოცდილება“ მონაწილეობის მისაღებად. 

 
ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში.  პროექტის ერთ-ერთი მიმართულება მიგრაცია და განვითარება გულისხმობს ქართული დიასპორის წევრების როლის გაზრდას ქვეყნის განვითარების პროცესში და მათი ცოდნა-გამოცდილების გაზიარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
 
ტრენინგს ჩაატარებენ გელა და ლალი ხომერიკები  - ქართული დიასპორის წევრები, რომელთაც ჰოლანდიაში აქვთ მიღებული შესაბამის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი  გამოცდილება. 
 
ტრენინგზე განხილული იქნება  შემდეგი საკითხები:
 
● სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავება და სრულყოფილი ტექნიკური დოკუმენტაციის სტანდარტიზაცია ევროპული და საერთაშორისო ნორმებისა (European standards EN) და (International Organization for Standardization ISO) სტანდარტების შესაბამისად;
 
● ქალაქგეგმარებითი და ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტირება და კონსულტირება;
 
●საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების მშენებლობა ჰოლანდიაში; 
 
●მშენებლობის თანამედროვე მეთოდები;
 
●ქალაქმშენებლობისა და ქალაქგეგმარების განვითარების სტრატეგიული გეგმა / გენერალური გეგმის / განაშენიანების პროექტის იურიდიული სტატუსი; 
 
●სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვის კონტროლი - სამუშაოზე ზედამხედველობის აუცილებელი ლეგალური ინსტრუმენტი ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტირების ექსპლუატაციისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის; 
●ადგილობრივი ხელისუფლების როლი,  როგორც თანადამკვეთის,  პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში.
 
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: 
 
საქართველოს რეგიონებისა და თბილისის არქიტექტურასა და მშენებლობის სფეროში დასაქმებულ პირებს,  რომლებსაც  სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება არქიტექტურისა  და ქალაქმშენებლობის განვითარების თანამედროვე სტანდარტებზე 
ზემოაღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების მქონე პირებს 
მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 15  ივლისამდე შემდეგ მისამართზე migration@gyla.ge უნდა გამოაგზავნონ: 
CV 
სამოტივაციო წერილი (რატომ სურს მონაწილეობის მიღება და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას)
 
პროექტის გუნდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს და გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს მონაწილეებს. 
 
ტრენინგი  ჩატარდება 2014 წლის 28-29 ივლისს კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში“
ტრენინგის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. 
 
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ტრენინგში მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტირების, სასტუმროსა და კვების ხარჯები. ტრენინგის დასრულებისთანავე შეირჩევა საუკეთესო მონაწილე, რომელსაც ექნება შესაძლებლობა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ჩაატაროს ერთდღიანი ტრენინგი არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. აღნიშნულ ტრენინგს ორგანიზებას გაუწევენ საიასა და კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლის  ჩატარებისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი.
 
ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე. 
 
საკონტაქტო პირები და ინფორმაცია: ხათუნა ბურკაძე, მობ.: 577 727235, მერაბ ცინდელიანი, მობ.: 577 506436