სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების შეფერხებას აპროტესტებს

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტში ინტენსიურად მიმდინარეობდა საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც ფარული მიყურადებისა და თვალთვალის რეგულაციებში პროგრესული ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა. კანონპროექტი პირველი მოსმენით განხილულ იქნა პლენარულ სხდომაზეც, თუმცა, სამწუხაროდ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტმა მისი მიღება ვერ მოახერხა. 

2014-05-20 16:19 სრულად ნახვა

საიას წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს რვა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში ახორციელებდა

2014-05-20 12:36 სრულად ნახვა

ცესკომ საიას მიერ წარდგენილი განცხადება თბილისის მერიის მხრიდან სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ დააკამყოფილა

2014 წლის 16 მაისს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საიას მიერ წარდგენილი განცხადება განიხილა, რომელიც  თბილისის მერიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს ეხებოდა. ზეპირი მოსმენის შედეგად ცესკომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხდება დააკმაყოფილა. ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტზე, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად სამართალდამრღვევ პირთა მიმართ შესაბამის სანქციას  ითვალისწინებს.

2014-05-17 21:27 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

2013 წლის 17 მაისი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ჩვენს სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (აიდაჰო) დაკავშირებით დაგეგმილი აქციის საწინააღმდეგოდ, სასულიერო პირებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კონტრდემონსტრაციამ მასშტაბური  ძალადობის სახე მიიღო. ამით, ის კონფლიქტში შევიდა არსებულ სამართლებრივ წესრიგსა და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საჯარო-პოლიტიკური სივრცის სეკულარიზაციისა და ადამიანების, როგორც უმაღლესი ფასეულობის თავისუფლების, ღირსებისა და თანასწორობის დაცვის იდეებს ეფუძნება.

2014-05-17 10:24 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

2014 წლის 25 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF) გამოვეხმაურეთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს.

2014-05-14 16:10 სრულად ნახვა

საქართველოს სახელმწიფომ გ. გამცემლიძის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2010 წლის 10 მარტს გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრების სახელით (გ.გამცემლიძის დედა, მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები)  საჩივრით „გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საჩივარი შეეხებოდა 2008 წლის 8 მაისს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ გიორგი გამცემლიძის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს.

2014-05-14 15:26 სრულად ნახვა

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციების განცხადება

უკვე რამდენიმე წელია, რაც სამოქალაქო საზოგადოება საუბრობს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მხრივ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ამ მიმართულებით რეფორმის გატარების აუცილებლობაზე. ერთი წლის წინ, სამოქალაქო სექტორის წამომადგენლები საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით შევიდნენ, თუმცა ამ ცვლილებების მიღებას ძალოვანი უწყებების მხრიდან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა და შესაბამისად პროცესის გაჭიანურება მოჰყვა.

2014-05-13 13:51 სრულად ნახვა

საიას სამართლებრივი შეფასება ,,რუსთავი 2''-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ კითხვებზე

როგორც ცნობილია, 2014 წლის 6 მაისს ,,რუსთავი 2’’-მა ტელეკომპანიაში ფარული აუდიო-ვიზუალური თვალთვალის ამსახველი კადრები გაავრცელა. ამავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები შსს-ს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.  2014 წლის 7 მაისს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ  ,,რუსთავი 2’’-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა).

2014-05-13 12:56 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს ვაკანსიას - ანალიტიკოსის პოზიციაზე

 ანალიტიკოსის მოვალეობები:   • სისხლის სამართლისა და პენიტენციალური სამართლის მიმართულებით მუშაობა და ამ სფეროში საკანონმდებლო და პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხების ინდენტიფიცირება; • საიას იურიდიული დახმარების ცენტრების მიერ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება და განზოგადება; •  სისხლის სამართლის პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობა, საერთაშორისო აქტებსა და რეკომენდაციების ტექსტებზე მუშაობა; • კვლევების მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება; • ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებსა და კომისიებში მონაწილეობა; • საიას შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება

2014-05-13 11:10 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება მინისტრ დავით დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებების გამო

 ჩვენ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებები, რომელიც მან გაზეთ "ვერსიასთან" 9 მაისს მიცემულ ინტერვიუში  გააკეთა.

2014-05-12 18:02 სრულად ნახვა