სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიასა და სახალხო დამცველის ერთობლივი კონფერენცია

2014 წლის 4 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სახალხო დამცველმა  გამართეს ერთობლივი კონფერენცია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ეფექტური გამოძიების საკითხებზე. ღონისძიების ერთ–ერთი ძირითადი რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის  შექმნის აუცილებლობა იყო.

2014-06-04 16:08 სრულად ნახვა

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით საიამ ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა

2014 წლის 3 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევების: "ინფორმაციის თავისუფლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა" (საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი) და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი" (საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება) პრეზენტაცია გამართა.

2014-06-03 11:01 სრულად ნახვა

სასამართლომ საყდრისი - ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეების კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის შუამდგომლობა და შეაჩერა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანია ,,RMG Gold’’ -მა საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისი-ყაჩაღიანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სამუშაოების წარმოება ეკრძალება.  

2014-06-02 19:56 სრულად ნახვა

პრემიერის განცხადებები წინასაარჩევნო პროცესებზე უარყოფითად აისახება

31 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და გურიაში ადგილობრივი არჩევნებისთვის კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა.  ამ შეხვედრებისას პრემიერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. მან ასევე თქვა, რომ „ნაციონალების“ არცერთი ნარჩენი არ უნდა დატოვონ”. ამას ემატება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 ივნისის განცხადება, სადაც ყოველგვარი გამოძიების ჩატარების გარეშე უარყოფილია საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები. ასეთ პირობებში, არ არის გასაკვირი, რომ კვლავ ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდოდ ზეწოლის შედეგად ოპოზიციის კანდიდატების მიერ მათი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.  

2014-06-02 18:06 სრულად ნახვა

კონკურსი

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ სოფლის მეურნეობის  სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ტრენინგ-სემინარში „ახალი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში: ჰოლანდიური გამოცდილების გაზიარება“  მონაწილეობის მისაღებად. 

2014-06-02 17:45 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გარდაბანში მომხდარ ინციდენტზე

შეშფოთებას გამოვთქვამთ 28 მაისის ღამეს, გარდაბანში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, როდესაც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ გარდაბნის რაიონში მცხოვრები მოქალაქეთა ჯგუფები. შეტაკება იმდენად სერიოზული იყო (თვითმხილველების თქმით დაპირისპირებაში დაახლოებით 300 ადამიანი მონაწილეობდა), რომ საინფორმაციო სააგენტოების მონაცემებით, მდგომარეობის განმუხტვისთვის სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა აუცილებელი.

2014-05-30 13:26 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ათ საარჩევნო ოლქში კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევებს ეხმაურებიან

 ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები, რომლებიც პროპორციული ან მაჟორიტარული სიით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან. ასეთ ფაქტებზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საუბრობენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამის ინფორმაციასაც.

2014-05-30 13:19 სრულად ნახვა

ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს გამოძიებული

 გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრს,  ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში. ზურაბ ჭიაბერაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ის პარტიის წარმომადგენელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.

2014-05-27 17:33 სრულად ნახვა

დაისაჯა თუ არა ვინმე სხვისი პირადი ცხოვრების უფლების დარღვევისთვის?

 "რიგით მოქალაქეს, რომელმაც გახსნა სხვისი საფოსტო გზავნილი, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით,   ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელმაც ინტერნეტში განათავსა სხვისი პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, შეეფარდა მხოლოდ პირობითი მსჯავრი."   კამპანია ,,ეს შენ გეხება"

2014-05-23 16:51 სრულად ნახვა

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩაშლილ სხდომასთან დაკავშირებით

2014 წლის 21 მაისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ინიციატივით მოწვეული სხდომა, რომელზეც დღის წესრიგის თანახმად, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა იგეგმებოდა (გადატვირთულობის პრობლემა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეზერვში მყოფი მოსამართლეების დანიშვნის საკითხი) ჩაიშაილა. სხდომის ჩაშლის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ  საბჭოს მოსამართლე წევრებიდან სხდომას არც ერთი მათგანი არ დაესწრო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოს სხდომა მოწვეულ იქნა არამოსამართლე წევრების ინიციატივით. თუმცა, ეს ინიციატივა არა თუ მხარდაჭერილ არ იქნა მოსამართლე წევრების მხრიდან, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, მისი სრული იგნორირება მოხდა. როგორც საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა განმარტეს, საბჭოს ყველა წევრი  სხდომის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო. 

2014-05-23 13:33 სრულად ნახვა