საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა და მომდევნო დღეს ბრალი წარუდგინა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მითვისება/გაფლანგვას.
2014-10-30 13:37 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების შედეგად საიას 21-ე საერთო კრების ჩატარების დრო ცნობილია.
2014-10-29 21:02 სრულად ნახვაკამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის 2015 წლის აპრილამდე გაგრძელებას ითვალისწინებს. გადავადების საფუძვლად ჯგუფის მიერ ფარული თვალთვალის და მიყურადების სისტემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიუღებლობა სახელდება, თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად სხდომა არ მოწვეულა.
2014-10-29 13:00 სრულად ნახვაგვსურს, გამოვეხმაუროთ 25 ოქტომბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის მიერ გაზეთ “კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუს , რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ აშკარა სიძულვილის ენას და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდებას შეიცავს.
2014-10-29 10:15 სრულად ნახვაბატონო დავით, მოგმართავთ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილის სახელით. მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ბატონი შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში არსებული პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირება ა.წ. 1 ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე გადაიდება.
2014-10-28 11:59 სრულად ნახვასამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ, რელიგიურ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, მედიას ქალთა მიმართ ძალადობაზე ერთობლივი რეაგირების შესახებ
2014-10-27 16:29 სრულად ნახვაგვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე დისკუსიასა და გაურკვევლობას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა 15 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება 28 ოქტომბრისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნის შესახებ. ამის მიზეზი გახდა ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც რუსეთი აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გეგმავს. მოგვიანებით, 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღორეზოლუცია და დაგმო რუსეთის მცდელობა „მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია.“
2014-10-24 17:14 სრულად ნახვაარასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, ბოლო პერიოდში, აჭარელ მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.
2014-10-23 15:23 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ერთობლივი განცხადებით მომართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა: ა.ს.-მ, რ.ბ.-მ, მ.გ.-მ, გ.ჩ.-მ და ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულის ბ.პ.-ს დედამ. სახელმწიფოსგან ადამიანური ღირსების შესაფერისი პატიმრობის პირობებით უზრუნველყოფის მოთხოვნით აღნიშნული მსჯავრდებულები შიმშილობენ 2014 წლის 18 სექტემბრიდან დღემდე.
2014-10-21 10:55 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ქალთა მიმართ ძალადობას, რამაც ბოლო თვეების განმავლობაში შემაშფოთებელი მასშტაბები და ფორმები შეიძინა. ქალთა მიმართ ძალადობა არის დანაშაული, რომელსაც არც კულტურული, არც რელიგიური თუ სხვა მოტივებით გამართლება არ გააჩნია. დღეს მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ქალის მიმართ ყოფილი მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
2014-10-17 21:36 სრულად ნახვა