სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების საჯარო გამოსვლის ორგანიზებას სთხოვენ

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების კენჭისყრის მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებს შედეგით საუკეთესო 12 კანდიდატი: გოჩა მამულაშვილი, ვახტანგ თორდია, ნინო ბაქაქური, ევა გოცირიძე, ეკატერინე გასიტაშვილი, კახაბერ სოფრომაძე, მამუკა სონღულაშვილი, ლევან ხეცურიანი, გია მეფარიშვილი, მადი ჩანტლაძე, როინ მიგრიაული და დავით სულაქველიძე. ხოლო სადისციპლინო კოლეგიის წევრობის 4 კანდიდატი: ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე, მერაბ ჩიქოვანი და გიორგი ტურაზაშვილი.   

2013-06-14 07:04 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს განათლების სამინისტროს მოუწოდებენ, უზრუნველყოს საგანმანათლებლო რესურს ცენტრების უფროსების კონკურსების სამართლიან, თანასწორ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოვუწოდებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უზრუნველყოს  საგანმანათლებლო რესურს ცენტრების კონკურსების სამართლიან, თანასწორ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება. 

2013-06-14 02:14 სრულად ნახვა

14 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციები სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის მხარდამჭერ აქციას გამართავენ

ხვალ, 14 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობისთვის უკანასკნელი 3 კვირის მანძილზე ღვთისმსახურების ხელშეშლის ფაქტს გააპროტესტებენ და რელიგიური უმცირესობის უფლებებისა და ტოლერანტობის დაცვის მნიშვნელობას ადგილზე გამართული სოლიდარობის აქციით გამოხატავენ. 

2013-06-13 08:39 სრულად ნახვა

პირველ მაისს დაკავებულ მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე გამართული სასამართლო განხილვების შემეჯამებელი ანალიზი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა 2013 წლის პირველ მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს სტუდენტების ორგანიზებით მიმდინარე მანიფესტაციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა. პოლიციის მიერ მანიფესტაციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო მაშინ, როდესაც მანიფესტაციამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა და მის დასრულებამდე 8-10 წუთი იყო დარჩენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და სასამართლოს  წარედგინა მანიფესტაციის 37 მონაწილის მიმართ. ამათგან 32 პირის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებების ნაწილი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და მასზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისათვის არ არის მიღებული. შესაბამისად, წარმოდგენილი ანალიზი მოიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეების განხილვის შედეგებს.  

2013-06-13 02:26 სრულად ნახვა

სახალხო დამცველისა და საიას ერთობლივი მონიტორინგი #9 დაწესებულებაში

2013 წლის 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, მონიტორინგი განახორციელეს N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც განთავსებულები არიან სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები და მაღალჩინოსნები.

2013-06-12 11:54 სრულად ნახვა

საია საქართველოს პარლამენტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს. პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში წარმოდგენისა და განხილვის პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პერსონალთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. ასევე, სრულიად მიუღებელია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. ამ დროისათვის არ არსებობს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების საჭიროების რამენაირი დასაბუთება. ასეთ ვითარებაში კი, კანონპროექტის სწრაფი განხილვა და მიღება ზიანის მომტანი იქნება მთლიანად საზოგადოებისათვის, რადგან თავისთავად გამოირიცხება სამოქალაქო მონაწილეობა და ჩართულობა კანონის შექმნის პროცესში. 

2013-06-12 06:10 სრულად ნახვა

კოალიციის ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის ღია წერილით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. 

2013-06-12 03:56 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეტანილი იყო გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ფირუზ ვანიევისა და ქარელის რაიონის სოფელ დვანში მცხოვრები ტრისტან მამაგულაშვილის სახელით. აღნიშნული პირების საცხოვრებელი ადგილები არ ექცეოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულად აღიარებული ტერიტორიის საზღვრებში, ვინაიდან ისინი მდებარეობენ ქარელისა და გორის რაიონში, ამის მიუხედავად ტრისტან მამაგულაშვილსა და ფირუზ ვანიევს არ ეძლეოდათ მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების და მათი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა კონტროლი დვანისა და ხურვალეთის იმ ნაწილზე, სადაც ვანიევისა და მამაგულაშვილის სახლები მდებარეობს.  

2013-06-11 06:04 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მოსამართლეთა რიგგარეშე X კონფერენციის შესახებ

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურებიან მოსამართლეთა რიგგარეშე X კონფერენციის მიმდინარეობას. 

2013-06-10 08:44 სრულად ნახვა

მაისის თვის წარმატებული საქმეები

საიას ადვოკატის დახმარებით რამდენიმე მოქალაქეს არ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საიას თბილისის ოფისის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 1 მაისის აქციაზე დაკავებულ პირებს: ა.ქ-ს; ლ.ა-ს; გ.გ-ს; მ.გ-ს; გ.ქ-ს; და ლ.ა-ს არ დაეკისრათ ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის (173-ე მუხლი). კერძოდ, სამ მათგანს მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო სხვა დაკავებულების მიმართ შეწყდა სამართალდარღვევის საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.

2013-06-10 03:32 სრულად ნახვა