სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას ახორციელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან შეუდგა. ორგანიზაცია   წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 7 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისში აკვირდება. 

2013-07-04 03:45 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნების თარიღის შეცვლის თაობაზე

2013 წლის 1 ივლისს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად ჯერ 27 ოქტომბერი გამოაცხადა, თუმცა, მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი შეიცვალა და პრეზიდენტის განკარგულების თანახმად იგი 31 ოქტომბერს გაიმართება.  

2013-07-03 08:22 სრულად ნახვა

ბალანსი მანიფესტაციისა და გადაადგილების თავისუფლებებს შორის

ბოლო წლებში გამართული არაერთი აქცია შემიძლია გავიხსენო, რომლის მონაწილეებიც პოლიციამ ტრანსპორტის სავალი გზის გადაკეტვის და შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მოტივით დააკავა. თუმცა ახლა ბოლო შემთხვევაზე, 2013 წლის 1 მაისის მანიფესტაციაზე გიამბობთ, როდესაც კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური კითხვა _ როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ ბალანსი მანიფესტაციისა და გადაადგილების თავისუფლებებს შორის. 

2013-07-02 05:07 სრულად ნახვა

არასამთავროვო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება სოფელ სამთაწყაროში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური რეაგირების განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით

სოფელ სამთაწყაროში გუშინ განვითერებული მოვლენების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი მუსლიმების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით.   

2013-06-29 07:50 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ

27 ივნისს მედიის სხვადასხვა საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავისუფლება შეუზღუდა და სამინისტროს შენობაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანა ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ავტომანქანით მგზავრობისას მოულოდნელად გააჩერეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა. მათ აცნობეს, რომ დაკავებულნი იყვნენ, ხელბორკილი დაადეს, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში.   

2013-06-28 07:38 სრულად ნახვა

საიამ წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ დღეს სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს. წელს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით აღნიშნულ თემაზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია/დისკუსია და განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:  

2013-06-26 11:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 20 ივნისს შსს-ში გამართული შეხვედრის შესახებ

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევთ, განვმარტოთ, თუ რა მიზეზებით განვაცხადეთ უარი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ნახვაზე.    პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებს. ადამიანის აბსოლუტური უფლებების შელახვა ყველაზე სასტიკ და დამამცირებელ ძალადობაში ვლინდებოდა. ბოლო პერიოდში პენიტენციალურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ისევე როგორც პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად ხილული გახდა იმ ძალადობის სისასტიკე და მასშტაბი, რომელსაც სახელმწიფო ადამიანების მიმართ ახორციელებდა და რომელიც წლების განმავლობაში სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩებოდა. რიგ შემთხვევებში წამება და არაადამიანური მოპყრობა უმძიმესი დანაშაულების აღიარებისა თუ ადამიანთა პასუხისგებაში მიცემის საფუძველი ხდებოდა. 

2013-06-21 05:05 სრულად ნახვა

კონკურსი საიას აჭარის ფილიალში იურისტის თანამდებობაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს აჭარის ფილიალში იურისტის თანამდებობაზე   (სპეციალიზაცია-სამოქალაქო-ადმინისტრაციული)   ძირითადი მოვალეობებია: 

2013-06-20 07:30 სრულად ნახვა

საია 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის დასკვნის პროექტს ეხმაურება

18 ივნისს მედია საშუალებებით გავრცელდა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის დასკვნის პროექტი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული დოკუმენტი სამუშაო ვერსიას წარმოადგენს და კომიტეტს საბოლოო დასკვნისთვის კენჭი არ უყრია, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ დასკვნის პროექტში წარმოდგენილი რამდენიმე სამართლებრივი შეფასების დაუსაბუთებლობასა და მათ შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეფასებები 17 მაისის მოვლენების საჯარო განხილვის პროცესში ხშირად დომინირებდა, რის გამოც მიგვაჩნია, რომ ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიის სწორ სამართლებრივ განზომილებაში  გადაყვანისთვის, მათზე დასაბუთებული პასუხის გაცემა აუცილებელია. ამასთან ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოსაზრებები დადებით გავლენას იქონიებს 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის საბოლოო დასკვნის შინაარსზე.  

2013-06-19 08:41 სრულად ნახვა

საიამ საჯარო სამსახურში პრემიის გაცემის წესის შესახებ კვლევა წარმოადგინა

მიმდინარე წლის 19 ივნისს საიამ კვლევის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით ,,საჯარო სამსახურში პრემიის გაცემის წესი, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული პრაქტიკა”. 

2013-06-19 05:47 სრულად ნახვა