სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ და სახალხო დამცველის აპარატმა ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს

სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა ერთობლივად წარმოადგინა საქართველოში სასამართლო სისტემის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია.ასევე, გაიმართა საიას ანგარიშის "მართლმსაჯულება საქართველოში" პრეზენტაცია, რომელშიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეეცადა მაქსიმალურად ვრცლად შეესწავლა საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტები, სასამართლო სისტემის არსებული პრაქტიკული პრობლემები და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე გამოევლინა ქართული სასამართლო სისტემის ხარვეზები.

2010-05-19 10:10 სრულად ნახვა

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს ვახტანგ და კონსტანტინე კომახიძეების ინტერესებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებულმა ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა, რომელიც წარმოადგენს ვახტანგ და კონსტანტინე კომახიძეების ინტერესებს, 2010 წლის 19 მაისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ტელეკომპანიის “რეალ TV” წინააღმდეგ.

2010-05-19 10:05 სრულად ნახვა

საიამ “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე დასკვნა მოამზადა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დასკვნა მოამზადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ შემუშავებული “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე.საიას აზრით, თავისთავად კანონპროექტის შემუშავება წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის თვალსაზრისით, თუმცა, წამოდგენილ დოკუმენტში გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები კვლავ მოითხოვს სათანადო დამუშავებასა. ამასთან, საიას აზრით, პროექტში მოცემული ცალკეული ნორმები არსებულ რეგულირებებთან შედარებით რეგრესულად უნდა შეფასდეს. კერძოდ:

2010-05-17 12:09 სრულად ნახვა

მოქალაქე ს.ს.ი.პ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წინააღმდეგ

საია საადვოკატო მომსახურებას უწევდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილ მ.გ.-ს, რომელსაც ომის დროს დაეწვა პირადი დოკუმენტები, მათ შორის დაბადების მოწმობა.საარქივო მასალების არარსებობის გამო მოქალაქემ ვერ შეძლო დაბადების მოწმობის აღდგენა, ამიტომ იძულებული გახდა დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დასადგენად მიემართა  სრს ქურთას სამსახურისათვის, რომელმაც დაადგინა მხოლოდ დაბადების ფაქტი მშობლების ვინაობის დადგენის გარეშე, რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა,  რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მ.გ.-ს მშობლების დაბადების მოწმობაში მითითება.

2010-05-16 11:55 სრულად ნახვა

საიას ადვოკატების დახმარებით მოქალაქემ დევნილის სტატუსი მიიღო

საია საადვოკატო მომსახურეობას უწევდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თამარაშენიდან იძულებით გადაადგილებულ თ.მ.-ს. მან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს  მიმართა განცხადებით დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა მისი განცხადება სამინისტრომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად განიხილება მოთხოვნაზე უარის თქმად. ამიტომ, უარი გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თ.მ-ს ინტერესებს იცავდა საია. სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინსიტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 1 თვის ვადაში გამოცემა თ.მ.-სთვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

2010-05-14 11:52 სრულად ნახვა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საიას განცხადება დააკმაყოფილა

2010 წლის 13 მაისს ცესკოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა. განცხადება შეეხებოდა ქ. თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების მიერ ინიცირებული პროექტის - “კინომანია” ფარგლებში დაბეჭდილ ფასდაკლების ბარათებს. საიას აზრით, აღნიშნულ ბარათებზე გამოსახული ციფრი “5”, დიზაინის თვალსაზრისით (ფერები, ზომა, ფორმა) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქ. თბილისის მერობის კანდიდატის სააგიტაციო მასალაზე გამოსახული ციფრის _ “5” იდენტურია. შესაბამისად, საიას აზრით, მერიის მხრიდან ადგილი ჰქონდა  ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების ფაქტს.

2010-05-13 13:34 სრულად ნახვა

სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფის სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით მოქალაქე თ.ბ.-მ  სარჩელით მიმართა სასამართლოს ქორწინების შეწყვეტის, ალიმენტის დაკისრებისა და ქორწინებამდელი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, ხოლო ქორწინებამდელი ქონების დაბუნების ნაწილში მოთხოვნილი 51 ნივთიდან სასამართლომ 48 მიაკუთვნა მოსარჩელე თ.ბ.-ს.

2010-05-11 09:32 სრულად ნახვა

საიამ სახალხო დამცველთან და ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მემორანდუმი გააფორმა

10 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოს სახალხო დამცველმა 5 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.მემორანდუმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვისა და განტკიცებისთვის საკანონმდებლო წინადადებების ერთობლივად შემუშავება და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში ურთიერთთანამშრომლობა.

2010-05-10 09:37 სრულად ნახვა

საია გმობს მესტიაში საარჩევნო სუბიექტებზე ზეწოლას თანამდებობის პირების მხრიდან და ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს

4 მაისს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია მესტიაში საარჩევნო სუბიექტებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან, თვითმხილველებთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

2010-05-07 14:26 სრულად ნახვა

ოზურგეთის უშიშროების ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელი პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას აგრძელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბლოკ “ალიანსი საქართველოსთვის” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის თემის  მაჟორიტარი კანდიდატის ავთანდილ სურმანიძის ინტერესებს იცავს.7 აპრილს ლანჩხუთის პოლიციის განყოფილებაში უშიშროების ადგილობრივი სამსახურის თანამშრომლის ბუხუტი ჩხაიძისა და მისი ერთ-ერთი კოლეგის მიერ ავთანდილ სურმანიძეზე ზეწოლა განხორციელდა. აღნიშნული პირები ავთანდილ სურმანიძეს მუქარის ძალით აიძულებდნენ მოეხსნა კანდიდატურა და მხარი მათ მიერ დასახელებული კანდიდატისთვის დაეჭირა.

2010-05-06 15:27 სრულად ნახვა