სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს დასკვნა წარუდგინა

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს. საიამ ამ კანონპროექტის ორ მუხლთან დაკავშირებით წარადგინა თავისი წერილობითი მოსაზრება.   პირველი ნორმა, რასაც საიას დასკვნა ეხება, არის სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლი. ეს ნორმა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ადგენდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნისათვის. პარლამენტში განსახილველ კანონპროექტში სიტყვა ,,მთვრალი” ამოღებულია და დარჩენილია ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა.  

2013-07-25 02:36 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 22 ივლისს პროკურატურაში ჩატარებულ პრესკონფერენციას ეხმიანება

2013 წლის 22 ივლისს პროკურატურაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიებით არ დადასტურდა ჩვენების მიღების მიზნით მამუკა ივანიაძეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი. გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ პრესკონფერენციას და ამ საქმეში განვითარებულ მოვლენებს.    უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საიაში 11 ივლისს გამართული პრესკონფერენცია არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ,,მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ტრაქტორების შეძენისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეში ბრალდებულმა პირებმა გამოძიებისათვის სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრეს. ჯერ კიდევ 4 მაისს ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენისას ყველა მათგანმა პროცესზე ზეწოლის შესახებ ღიად განაცხადა.

2013-07-23 11:42 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდისა და ბათუმის ინციდენტებს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს 20-21 ივლისს ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარი ინციდენტების გამო და მოუწოდებს პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა პირს უარი თქვას ძალადობაზე.     მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ღონისძიების ჩაშლის მცდელობას. დაგეგმილი ღონისძიება აქციის ფონზე წარიმართა, პარტიის ლიდერებსა და დელეგატებს წინასწარ შეკრებილმა მოქალაქეებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს, მათ ქვები და ბოთლები ესროლეს. ინციდენტისას დაზარალდა ერთი ჟურნალისტი. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ  აქციაზე მოქალაქეთა მობილიზება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ მოხდა. 21 ივლისს ასევე დაპირისპირების ფონზე წარიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  პრაიმერი ბათუმში. 

2013-07-22 02:34 სრულად ნახვა

განცხადება მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების შესაძლო გადაწევასთან დაკავშირებით

2013 წლის 4 ივლისს საქართველოს პარლმენტში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მოქმედი სისხლის სამართლის პროცესით განსაზღვრული მოწმის დაკითვის ახალი პროცედურების ამოქმედების ვადა გადაიწევს 2014 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მანამდე იმოქმედებს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურები.  

2013-07-15 04:35 სრულად ნახვა

საიას თბილისის ადვოკატის დახმარებით ბრალდებულების მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

საიას თბილისის ადვოკატი ახორციელებდა ბრალდებულების გიორგი და ლაშა სოზაშვილების დაცვას სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით, ბრალდებულები უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში. გიორგი და ლაშა სოზაშვილებს ბრალი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჩადენილს ჯგუფის მიერ.  

2013-07-12 08:30 სრულად ნახვა

მიქაუტაძის საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს პროკურატურის გამომძიებლებს.   გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა მას შემდეგ, რაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრები და ახლობლები დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ. თავად მოწმის სახით დაკითხული მამუკა მიქაუტაძის ჩვენება ბევრ კითხვას ბადებს თუ რამდენად მისცემდა პირი ნებაყოფლობით მსგავსი შინაარსის ჩვენებას საკუთარი თავისა და მეგობრის წინააღმდეგ. დამოუკიდებელმა ექსპერტმა უკვე დაადასტურა მიქაუტაძის სხეულზე გარეგნული დაზიანების ნიშნები, რომელიც ექსპერტის განცხადებით, მიქაუტაძეს სიკვდილამდე დროის ახლო პერიოდში მიადგა ,,რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით". ფაქტია, რომ ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობს, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა. 

2013-07-11 08:05 სრულად ნახვა

საია ვლადიმერ ბედუკაძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შეცვლას სამართლებრივად უპერსპექტივოდ მიიჩნევს

საია ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც შეეხება ვლადიმერ ბედუკაძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებას. საია ეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმ ნაწილში, რაც წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების დაუშვებლობას ეხება. ამასთან საია სამართლებრივად უპერსპექტივოდ მიიჩნევს ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ დამდგარი განაჩენის შეცვლის შესაძლებლობას.  

2013-07-09 02:11 სრულად ნახვა

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" განცხადება ახალციხის რაიონული სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

გვსურს გამოვეხმაუროთ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის განხილვა შსს-ს  ბორჯომის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსისა და სხვა პირების მიმართ, რომელიც 3 ივლისს ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა.  

2013-07-08 06:44 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაანადგუროს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები

როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება ვიდეო არქივი, სადაც სხვა ჩანაწერებთან ერთად, გარკვეულ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია ასახული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს განცხადებები ვიდეო არქივის განდგურების შესახებ, ეს მასალა კვლავ სამინისტროში რჩება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად მივიჩნევთ აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივად სწორი პოზიციის დაფიქსირებას. 

2013-07-05 08:32 სრულად ნახვა

საიას მოსაზრებები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე

საია ეხმაურება 82 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს და მოკლედ წარმოადგენს მოსაზრებებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.   პირველ რიგში, უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციური ცვლილების თაობაზე კანონპროექტები დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მოამზადეს. კონსტიტუციური ცვლილების დახურულ ფორმატში შემუშავება ხელს ვერ შეუწყობს დემოკრატიულ პროცესში ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას, რაც აუცილებლად მიგვაჩნია ქვეყნის უზენაესი კანონის შეცვლის პროცესში. 

2013-07-05 04:06 სრულად ნახვა