სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ანგარიში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნებიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული საქართველოში სხვადასხვა დონის არჩევნების მონიტორინგის პროცესში. იმ ჭეშმარიტების გათვალისწინებით, რომ არჩევნები არ იწყება კენჭისყრის დღეს, ცხადზე ცხადია, ნებისმიერი არჩევნების კანონიერების, დემოკრატიულობის თუ გამჭვირვალობის დასადგენად აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს წინასაარჩევნო კამპანიას. 2006 წლის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები განსაკუთრებით საინტერესოა წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით. წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი წარიმართა პროექტის ‘ადგილობრივი არჩევნები საქართველოში: სამართლიანი თამაში’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია ‘ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის’  ფინანსური მხარდაჭერით. განხორციელებული საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დაცვის მონიტორინგი.

2006-11-07 20:00 სრულად ნახვა

მომპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის საკითხების განხილვა ნორვეგიაში

13-15 ოქტომბერს ქ. ოსლოში (ნორვეგია) გაიმართა საერთაშორისო ქსელის “გამოაქვეყნე რასაც იხდი” (www. publishwhatyoupay.org) სტრატეგიული შეხვედრა. “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” (www.publicfinance.ge) საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის ფარგლებში მასში მონაწილება მიიღო საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა” პროგრამის დირექტორმა ქეთევან კვინიკაძემ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ორასამდე წამომადგენელმა შეიმუშავა საერთაშორისო ქსელის დეტალური სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ქსელის მუშაობის მთავარ მიზანს წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულით მდიდარ ქვეყნებში მომპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ხელშეწყობა.

2006-10-22 20:00 სრულად ნახვა

იმიტირებული სასამართლო პროცესები

ვიწვევთ იურიდიული (საერთაშორისო სამართლის) ფაკულტეტის სტუდენტებს საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად: ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი - ვაშინგტონი, აშშ, 25-31 მარტი, 2007წ. ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი - ჰააგა, ნიდერლანდები, 12-14 აპრილი, 2007წ. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი (ევროკავშირის სამართალში) – ბუდაპეშტი, უნგრეთი, 4-7 მაისი, 2007წ. ELSA-ს იმიტირებული პროცესი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალზე – ჟენევა, შვეიცარია, 1-5 მაისი, 2007წ. ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი – ვენა, ავსტრია, 30 მარტი - 5 აპრილი, 2007წ. ყველა შეჯიბრება ტარდება ინგლისურ ენაზე და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 2-4 მონაწილისაგან შემდგარ გუნდს. მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ გამოგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე, 2006 წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ მისამართზე: competitions_georgia@yahoo.com დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: არჩილ გიორგაძეს – 899 50 30 41 / ნინო ნემსაძეს – 895 22 12 24 ელ.ფოსტა: competitions_georgia@yahoo.com

2006-10-19 20:00 სრულად ნახვა

სტატიათა კონკურსი თემაზე "ინფორმაციის თავისუფლება: ადამიანის ფუნდამენტური უფლება?"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროექტის "ფინანსური გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული მონიტორინგი" ფარგლებში აცხადებს სტატიათა კონკურსს თემაზე "ინფორმაციის თავისუფლება: ადამიანის ფუნდამენტური უფლება?" კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ იურისტები ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

2006-10-13 20:00 სრულად ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს და ბრიტანეთის საელჩოების, ასევე ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვება. მოცემული ანგარიში შეეხება კენჭისყრის დღის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას და დაფიქსირებულ დარღვევებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები:

2006-10-12 20:00 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტები დეპორტირებული ქართველების ინტერესებს დაიცავენ

საქართველო-რუსეთს შორის ბოლო დროს გართულებულმა ურთიერთობებმა პირველ რიგში დააზარალა საქართველოს მოქალაქეები. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში მასობრივად ხდება საქართველოს მოქალაქეების გამოძევება რუსეთის ფედერაციიდან. მოუხედავად იმისა, რომ ყველა სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა თავად აირჩიოს საკუთარი მიგრაციული პოლიტიკის განხორიციელების ლეგიტიმური საშუალებები, საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური დეპორტაცია, საერთაშორისო სამართლებრივი პრინიციპებით უზრუნველყოფილი გარანტიებისა უხეში დარღვევით, და ამასთანავე, პატივისა და ღირსების დამამცირებელი ფორმით, დაუშვებელია და წარმოადგენს თავად რუსეთის კანონმდებლობითა და საყოველთაოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს ყველა იმ დეპორტირებულ მოქალაქეს, რომელსაც გააჩნდა რუსეთის ფედერაციაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი მოგვმართოს საიას თბილისის ოფისში.

2006-10-08 20:00 სრულად ნახვა

პრეზენტაცია/დაჯილდოება “ბავშვების მომავალი სიღარიბის გარეშე”

ხვალ, 8 ოქტომბერს, 11.00 საათზე შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გასაფერადებელი ზღაპრის წიგნის “სახლი ათასწლეულის ქუჩაზე” პრეზენტაციას გამართავს. აქვე გაიმართება იმ ბავშვთა დაჯილდოება, რომლებმაც ასოციაციაში ათასწლეულის ბარათები გამოაგზავნეს. ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იქნებიან მოწვეული. შეგახსენებთ, რომ პირველ ივნისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია გამართა სახელწოდებით “ბავშვების მომავალი სიღარიბის გარეშე”. 1000 ათასწლეულის ბარათი 1000 საჰაერო ბურთან ერთად ჰაერში აფრინდა. მას შემდეგ, რაც საჰაერო ბურთები ჰაერში გასკდნენ, ათასწლეულის ბარათები დედამიწაზე დაეცნენ. ასოციაცია იმ 39 ბავშვს დააჯილდოებს, რომლებმაც ბარათები იპოვეს და გამოგვიგზავნეს. საჩუქარს მიიღებს პრეზენტაციაზე მოსული ყველა ადამიანი. ჩვენს ვებგვერდზე თქვენ იხილავთ ბავშვის წერილს, რომელიც ბაღდათის რაიონიდან მივიღეთ. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: თორნიკე გურული 893 28 13 27 ბავშვის წერილი

2006-10-06 20:00 სრულად ნახვა

საია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. ასოციაციის ცხელი ხაზების საშუალებით ნებისმიერ პიროვნებას საშუალება ექნება ასოციაციის იურისტებს დაუკავშირდეს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 96 35 39 ან 45 18 44 ასოციაციის თანამშრომლები არჩევნების დღეს მობილური ჯგუფების საშუალებით და საკუთარი წარმომადგენელების საშუალებით საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე არჩევნებს დააკვირდებიან და მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან. 5 ოქტომბერს მედიასთან შეხვედრა გაიმართება 11.00 / 14.00 / 17.00 / 20.00 / 23.00 საათებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცენტრალურ ოფისში მისამართზე კრილოვის ქ. 15. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: თბილისში - თორნიკე გურული 893 28 13 27/ 93 61 01 / 95 23 53 / 96 35 39 ქუთაისში – ნიკა გეგეშიძე 877 44 73 27 ბათუმში – ზურაბ ბურდული 877 42 09 10

2006-10-03 20:00 სრულად ნახვა

ინფორმაციის თავისუფლება და ანტიკორუფციული მონიტორინგი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 3 ოქტომბერს სასტუმრო თორში მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრის თემა გახლდათ "ინფორმაციის თავისუფლება და გამოძიების ინტერესები". აქვე მოეწყო პროექტ "ფინანსური გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული მონიტორინგის" ფარგლებში განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია და გაიმართა დისკუსია. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციისა და მასმედიის წარმომადგენლები და სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები. კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე.  კვლევის შედეგები

2006-10-02 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს დადგენილების მიღების თხოვნით მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს წინადადებით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. განცხადებით ახალგაზრდა იურისტები საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას მოითხოვენ. ეს ცესკოს დადგენილებითაა შესაძლებელი.  საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს დევნილთა მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად დევნილის მოწმობის წადგენას. დევნილებს შეუძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ხმას აძლევს თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის (დროებითი მისამართის) მიხედვით.  საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში მითითებულია იურიდიული მისამართი, ხოლო ფაქტობრივი მისამართი - დევნილის მოწმობაში. შესაბამისად, თუ დევნილს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად არ ექნება დევნილის მოწმობის წარდგენის ვალდებულება, შეუძლებელი გახდება იმის დადგენა, თუ რამდენად კანონიერად ხდება დევნილის მიერ აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელება თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით. გარდა ამისა, მოცემულ ვითარებაში არსებობს იმის საფრთხე, რომ ერთმა და იმავე პირმა რამდენიმე საარჩევნო უბანში მისცეს ხმა, რაც იძლევა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: თორნიკე გურული 893 28 13 27

2006-09-26 20:00 სრულად ნახვა