სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

2013 წლის 11 სექტემბერს 12:00 საათზე  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს  შორის ხელი მოეწერა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

2013-09-12 10:27 სრულად ნახვა

ივლისისა და აგვისტოს წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით, სასამართლომ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სიპ “ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან” გათავისუფლებული თანამშრომლები  თანამდებობებზე აღადგინა   საიას თბილისის ოფისის ადვოკატი დახმარებას უწევდა ნ. ა-ს, ა. ს-ს და მ.ზ-ს. ისინი  დასაქმებულები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ “ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში”. ცენტრის ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი საფუძვლის განმარტების გარეშე, ისინი სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნენ 2012 წლის 31 დეკემბერს. გათავისუფლებისას დამსაქმებელმა იხელმძღვანელა შრომის კოდექსის იმ ჩანაწერით (37-ე მუხლის "დ" ქვეპუნტი), რომლის განმარტებაც წლების განმავლობაში მუშაკების ინტერესების საზიანოდ ხდებოდა.

2013-09-11 05:03 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

2013 წლის 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, მისთვის სამეურვეო საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა,სამეურვეო საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს ორი წევრი, ნინო დანელია და ნატალია დვალი, რომელთაც სხდომაზე, ნოტარიულად გაცემული მინდობილობის საფუძველზე, წარმოადგენდნენ საბჭოს ყოფილი წევრი ლევან გახელაძე და მოქმედი წევრი მამუკა ფაჩუაშვილი.

2013-09-09 03:41 სრულად ნახვა

საიამ კონსტიტუციური კანონის პროექტებზე პარლამენტს დასკვნა წარუდგინა

ამა წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ იქნა სამი კონსტიტუციური კანონის პროექტი. მათთან დაკავშირებით საიამ თავისი მოსაზრებები თავიდანვე გააცნო საზოგადოებას.

2013-09-05 09:38 სრულად ნახვა

საია სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავაში სასამართლოში დაიცავს

ხვალ, 5 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სალომე ზურაბიშვილის სახელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ცესკოს თავმჯდომარის 2013 წლის #64/2013 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

2013-09-04 10:09 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების შესახებ

26 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მეჩეთის მინარეთის მოშლითა და ძალოვნების მიერ მუსლიმი მოსახლეობის ფიზიკური შეურაცხყოფით უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები.

2013-08-29 06:30 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი გახდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ვასლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა კონკურსის ფინალისტი გახდა. კონკურსი ტარდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ. პრიზი გადაეცემა ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირს ან ორგანიზაციას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ევროპის, ასევე სხვა ქვეყნებში მოღვაწე ადამიანის უფლებადამცველებს.

2013-08-27 08:08 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრი ეხმაურება ,,ტაბულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

ტელეკომპანია „ტაბულას“ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით 2013 წლის 24 აგვისტოს, ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ, პოლიციის რეიდის გადაღების მომენტში გააჩერა „ტაბულას“ ჟურნალისტი, გიორგი სიხარულიძე. განცხადებაში აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, უკანონო ჩხრეკის და გადაღებული მასალის ჟურნალისტის მობილური ტელეფონიდან წაშლის ფაქტების შესახებ.

2013-08-27 01:44 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანზაციათა ერთობლივი განცხადება ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების შესახებ

ბოლო დღეების მანძილზე დედაქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარდა რამდენიმე რეიდი, რამაც საზოგადოების ნაწილის ყურადღება და აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნული ღონისძიების დროს სისტემატურად ხდებოდა როგორც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერება და ჩხრეკა, მოქალაქეთა პირადი დოკუმენტაციის შემოწმება. გავრცელებული ინფორმაციით ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები იწერდნენ მოქალაქეთა შესახებ ინფორმაციას (სახელი, გვარი, მამის სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) და თითოეულ შემოწმებულ პიროვნებას მობილური ტელეფონით უღებდნენ სურათებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიებები ხშირ შემთხვევაში უკანონო ხასიათს ატარებდა და არღვევდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

2013-08-26 09:58 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასება ფართომასშტაბიან შეწყალებასთან დაკავშირებით

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფართომასშტაბიანი შეწყალების (მსჯავრდებულთათვის ნასამართლეობისა, დამატებითი სასჯელებისა და პირობითი მსჯავრის მოხდისაგან გათავისუფლების) ინიციატივას.

2013-08-26 04:18 სრულად ნახვა