2015 წლის 26 დეკემბერს, 13 წლის გოგონას, ქრისტინა მ-ს თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა. ქრისტინა ადგილზე გარდაიცვალა, ის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი იყო.
2015-12-30 20:55 სრულად ნახვა2015 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანს საოლქო საარჩევნო კომისიებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე მაღალკვალიფიციურ წევრთა შერჩევა წარმოადგენს.
2015-12-30 13:44 სრულად ნახვაბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა.
2015-12-29 13:10 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 22 დეკემბერს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა - „საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვები წესის გარეშე“. კვლევამ შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები გამოკვეთა:
2015-12-22 15:59 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ყურადღებით აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთო სასამართლოებში მოსამართლის 61 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატთა შერჩევის პროცესს. გვსურს შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომლებიც კანდიდატებთან გასაუბრებების დროს გამოიკვეთა. აღნიშნული ხარვეზები ერთი მხრივ, ნდობას უკარგავს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და მეორე მხრივ, აჩენს სერიოზულ კითხვებს პროცესის ობიექტურობასა და აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით.
2015-12-21 13:37 სრულად ნახვაგანცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების განცხადებებს, სადაც ისინი საუბრობენ პოლიტიკოსების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე.
2015-12-18 13:11 სრულად ნახვასაჩივარი ეხება „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მოვლენებს. 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელი ხელისუფლების მეთაურის, ასლან აბაშიძის ბრძანებით, დაინაღმა აჭარის შესასვლელთან მდებარე ჩოლოქის ხიდი, ნაღმები ასევე განთავსდა აჭარის მთელ ტერიტორიაზე.
2015-12-18 11:16 სრულად ნახვა2014 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) კახაბერ თედლიაშვილის ოჯახის წევრების (კ. თედლიაშვილის მშობლები და არასრულწლოვანი შვილი) სახელით საჩივრით „თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.
2015-12-18 11:04 სრულად ნახვასაია იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია თავისუფალი მედია გარემოს განვითარება საქართველოში. პროექტის ფარგლებში საია სისტემურად შეისწავლის ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტებს და შეაფასებს მათზე სახელმწიფოს რეაგირებას. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საია გაუწევს სამართლებრივ დახმარებას ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს.
2015-12-17 16:44 სრულად ნახვა2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ 2015 წლის 10 ივნისს წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ. წინადადება პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან გენდერულ კვოტირებას გულისხმობდა, რაც ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა საქართველოს პარლამენტში და ქალთა გაზრდილ რაოდენობას საკრებულოებში.
2015-12-16 15:03 სრულად ნახვა