სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საარჩევნო სისტემის რეფორმის მცდელობა კვლავ წარუმატებლად დასრულდა

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის დღის წესრიგიდან მოიხსნა საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვერსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა. პროექტი ინიცირებული იყო „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ და მათვე გაითხოვეს უკან. აღნიშნულის მიზეზად, რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, პროექტის მისაღებად არასაკმარისი ხმების რაოდენობა დაასახელა.  

2016-06-07 15:14 სრულად ნახვა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მაესტროს თანამშრომლების შრომითი ურთიერთობის შეჩერებას ეხმაურება

კოალიცია სწავლობს ტელეკომპანია ,,მაესტროს“ 32 თანამშრომლისათვის შრომითი ხელშეკრულების შეჩერების საკითხს. ამ დროისათვის დასტურდება, რომ 2016 წლის 02 ივნისს, ტელეკომპანია ,,მაესტროს“ დირექტორის გადაწყვეტილებით, შრომითი ურთიერთობა შეუჩერდათ ტელეკომპანია „მაესტროს“ ოთხ თანამშრომელს. 

2016-06-03 14:28 სრულად ნახვა

საია მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მიმდინარე წლის 1 ივნისს გავრცელდა განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნათია გუჯაბიძის თაობაზე, რომლის თანახმადაც, მას საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯი წლების განმავლობაში უნაზღაურდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლე ბინას საკუთარი ოჯახის წევრისაგან ქირაობდა. 

2016-06-03 13:11 სრულად ნახვა

კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადებას ეხმაურება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტის საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის დაბრუნებას. 

2016-06-03 11:03 სრულად ნახვა

პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სისტემის ცვლილებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ

პირველ ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც არსებული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსიით შეცვლას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტით 2016 წლის არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების რეალური შანსი იქმნება. ცვლილება საარჩევნო სისტემას გაცილებით უფრო სამართლიანს გახდის, კერძოდ, ამომრჩეველთა ნება საპარლამენტო მანდატებში მეტი პროპორციულობით აისახება. 

2016-06-03 10:58 სრულად ნახვა

კორცხელის ინციდენტის გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არაეფექტურად ვაფასებთ კორცხელის ინციდენტის გამოძიებას და მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები იმისთვის, რომ დადგეს ინციდენტის მონაწილე ყველა პირის, ძალადობრივი აქტის ორგანიზატორებისა და განმახორციელებლების პასუხისმგებლობის საკითხი. 

2016-06-01 15:20 სრულად ნახვა

საია ვეგანურ კაფე „კივიში’’ მომხდარ სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს 2016 წლის 29 მაისს ქ. თბილისში მდებარე ვეგანურ კაფე „კივიში’’, კაფის თანამშრომლებისა და სტუმრების მიმართ განხორციელებულ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის შედეგად დაზარალებული 2 პირის ინტერესებს. 

2016-06-01 10:47 სრულად ნახვა

საიამ გამართა კონფერენცია: „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები - საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის 31 მაისს, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, გამართა კონფერენცია: „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები - საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება“.

2016-05-31 15:28 სრულად ნახვა

კოალიცია სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღის” გაჭიანურებას ეხმაურება

მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტში 25-27 მაისის სასესიო კვირაში იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტების განხილვა პარლამენტში კვლავ გადაიდო. 

2016-05-31 15:07 სრულად ნახვა

საია ეხმიანება ,,რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი კოლეგიის შეცვლის საკითხს

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მონიტორინგის პროცესში საიამ შეისწავლა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული სხვადასხვა განჩინება, რომლითაც დასტურდება განმხილველი კოლეგიების ცვლილებები

2016-05-30 22:04 სრულად ნახვა