სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნოემბრის თვის წარმატებული საქმეები

საიას თბილისის ოფისი იცავდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირს. მის მიმართ საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2011 წელს დაიწყო დევნა ქ. თბილისის მერიისა და შესაბამისი სამსახურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. ბ.მ-ს ბრალი წარედგინა რამოდენიმე მუხლის, მათ შორის ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ქრთამის მიცემის მცდელობის საფუძველზე. 

2015-12-08 11:06 სრულად ნახვა

საია საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს დასკვნას წარუდგენს

საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად, ითვალისწინებს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გათანაბრებას 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის. 

2015-12-07 17:55 სრულად ნახვა

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობს

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული 61 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

2015-12-07 15:00 სრულად ნახვა

კოალიცია მოითხოვს ობიექტურად და გამჭვირვალედ წარიმართოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი

კოალიცია ეხმაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს, რომელიც მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული.

2015-12-04 10:25 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები ხელისუფლებას წარუდგინეს

ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სპეციალური უბნების შექმნისა და ამ უბნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით 

2015-12-03 10:50 სრულად ნახვა

არასამთავრობო სექტორი მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის ღიაობას ითხოვს

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზრუნველყოს მოსამართლეთა შერჩევის მიზნით მიმდინარე კონკურსის ღიაობა და დაინტერესებული პირების დასწრება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე. როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი მასშტაბური კონკურსი.

2015-12-02 15:36 სრულად ნახვა

კოალიციის შეფასება მოწმეთა დაკითხვის წესში შესატან ცვლილებებზე

კოალიციის შეფასებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით შემოდის საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისთვის პრინციპულად შეუთავსებელი ელემენტები, უარესდება დაცვის მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და ზოგადად, საფრთხე ექმნება მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს. მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული წესის ამოქმედება მომავალში არაერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პრაქტიკულ პრობლემებას შექმნის, მათ შორისაა:

2015-11-30 15:02 სრულად ნახვა

საია "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ავტორი და ინიციატორია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. 

2015-11-27 15:08 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით

პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროკურატურის სისტემის რეფორმა. 

2015-11-25 18:43 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება

 უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2015 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში შვიდი მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის შესახებ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი არა თუ არ ამაღლებს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ, პირიქით - კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც საბჭოს მოქმედების მიზნებსა და მოტივებს, ასევე ზოგადად სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებას.  

2015-11-20 09:52 სრულად ნახვა