სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება არასწორად მიმდინარეობს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაბულას ჟურნალისტებსა და ყოფილ ჟურნალისტს (ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ავთო ქორიძეს) რამდენიმე პირი თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დააზიანა რესტორნის ინვენტარი. 

2016-01-14 16:53 სრულად ნახვა

სამოქალაქო პლატფორმაში „არა ფობიას!“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე

უკიდურესი შეშფოთებით ვეხმაურებით 2016 წლის 12 იანვარს ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებზე განსხვავებული შეხედულების გამო სიძულვილის მოტივით თავდასხმის ფაქტს და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი. 

2016-01-14 10:40 სრულად ნახვა

დავიხსნათ ბავშვები მონობისგან!

2015 წლის 26 დეკემბერს, 13 წლის გოგონას, ქრისტინა მ-ს თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა. ქრისტინა ადგილზე გარდაიცვალა, ის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი იყო.

2015-12-30 20:55 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს ცესკოს შეცვალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი

2015 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანს საოლქო საარჩევნო კომისიებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე მაღალკვალიფიციურ წევრთა შერჩევა წარმოადგენს. 

2015-12-30 13:44 სრულად ნახვა

საიას განცხადება ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით

ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა. 

2015-12-29 13:10 სრულად ნახვა

საიამ „საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვები წესის გარეშე“ კვლევის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 22 დეკემბერს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა - „საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვები წესის გარეშე“. კვლევამ შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები გამოკვეთა:

2015-12-22 15:59 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოითხოვს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებას

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ყურადღებით აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთო სასამართლოებში მოსამართლის 61 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატთა შერჩევის პროცესს. გვსურს შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომლებიც კანდიდატებთან გასაუბრებების დროს გამოიკვეთა. აღნიშნული ხარვეზები ერთი მხრივ, ნდობას უკარგავს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და მეორე მხრივ, აჩენს სერიოზულ კითხვებს პროცესის ობიექტურობასა და აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით.

2015-12-21 13:37 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმართა შეწყალების პროცესში შესაძლო ზეწოლის ფაქტებს ეხმაურებიან

განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების განცხადებებს, სადაც ისინი საუბრობენ პოლიტიკოსების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. 

2015-12-18 13:11 სრულად ნახვა

საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე ვართაზარ ეგიაზარიანის წინააღმდეგ სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა

საჩივარი ეხება „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მოვლენებს. 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელი ხელისუფლების მეთაურის, ასლან აბაშიძის ბრძანებით, დაინაღმა აჭარის შესასვლელთან მდებარე ჩოლოქის ხიდი, ნაღმები ასევე განთავსდა აჭარის მთელ ტერიტორიაზე. 

2015-12-18 11:16 სრულად ნახვა

საიას საჩივრის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე პატიმარ კ. თედლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების არაეფექტურობა აღიარა

2014 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC)  კახაბერ თედლიაშვილის ოჯახის წევრების (კ. თედლიაშვილის მშობლები და არასრულწლოვანი შვილი) სახელით საჩივრით „თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

2015-12-18 11:04 სრულად ნახვა