სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას პასუხი საქართველოს თავდაცვის მინისტრს

გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ, 27 იანვარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც მან სპეც უბნების თემაზე მედიასთან გააკეთა. მინისტრმა უარყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სპეც უბნების საკითხით დაინტერესების ფაქტი და განაცხადა, რომ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მისთვის ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამის პასუხისმგებელი პირისთვის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით არ მიუმართავს. 

2016-01-28 14:39 სრულად ნახვა

ხელისუფლება სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემის წესს არსებითად არ ცვლის

გვინდა გამოვეხმაუროთ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს,  რომელიც სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება. 

2016-01-27 11:50 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშრებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან

გვსურს გამოვეხმაუროთ არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ე.წ. „სპეც უბნების“ გაუქმების შესახებ უკვე მიღებულია. 

2016-01-25 19:45 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს პოზიციას არ იზიარებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უარს აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს შემოთავაზებაზე, არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მოინახულონ სპეციალური საარჩევნო უბანი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის გარდაბნის გამგებლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის შეიქმნა.

2016-01-24 13:49 სრულად ნახვა

სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ განცხადება თამაზ მეჭიაურის მიერ გამოვლენილ ფიზიკურ ძალადობასა და ქსენოფობიურ გამოხატვაზე

სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის თამაზ მეჭიაურის ძალადობრივ ქმედებას და მის მიერ გამოვლენილ არმენოფობიურ დამოკიდებულებებს. 

2016-01-23 13:30 სრულად ნახვა

საიამ „არა პანორამას“ აქციის 10 მონაწილის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)” თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „არა პანორამას“ აქციის 10 მონაწილის სახელით მიმართა.

2016-01-20 17:25 სრულად ნახვა

ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება არასწორად მიმდინარეობს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაბულას ჟურნალისტებსა და ყოფილ ჟურნალისტს (ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ავთო ქორიძეს) რამდენიმე პირი თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დააზიანა რესტორნის ინვენტარი. 

2016-01-14 16:53 სრულად ნახვა

სამოქალაქო პლატფორმაში „არა ფობიას!“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე

უკიდურესი შეშფოთებით ვეხმაურებით 2016 წლის 12 იანვარს ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებზე განსხვავებული შეხედულების გამო სიძულვილის მოტივით თავდასხმის ფაქტს და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი. 

2016-01-14 10:40 სრულად ნახვა

დავიხსნათ ბავშვები მონობისგან!

2015 წლის 26 დეკემბერს, 13 წლის გოგონას, ქრისტინა მ-ს თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა. ქრისტინა ადგილზე გარდაიცვალა, ის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი იყო.

2015-12-30 20:55 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს ცესკოს შეცვალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი

2015 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანს საოლქო საარჩევნო კომისიებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე მაღალკვალიფიციურ წევრთა შერჩევა წარმოადგენს. 

2015-12-30 13:44 სრულად ნახვა