სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოხატავს  საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან  დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების გამო და მივიჩნევთ

2016-05-14 14:29 სრულად ნახვა

საია უმაღლესი განათლების კანონის იმ ნორმას, რაც სტუდენტურ თვითმმართველობას პრივილეგიებს ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2016 წლის 9 მაისს 12 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაიმართა საიას და აუდიტორია 115-ის წევრების ერთობლივი პრესკონფერენცია, რომლის მონაწილეებმა საზოგადოებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი კონსტიტუციური სარჩელის  თაობაზე. აუდიტორია 115-ის 7 წევრი მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მთელი რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. საია იცავს აუდიტორია 115-ის წვერების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში.

2016-05-09 13:14 სრულად ნახვა

საია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუსლიმების დისკრიმინაციული დაფინანსების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. 

2016-05-04 11:03 სრულად ნახვა

არასამთავრობოები გადაცემაში „პოლიტიკა“ ლევან მურუსიძის მიწვევას ეხმაურებიან

ვეხმიანებით ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვაიბერ მიმოწერას, სადაც იგი და ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი 18 დეკემბრის გადაცემა “პოლიტიკა”-ს გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მიმოწერა ავთენტურია, მიმოწერიდან ირკვევა, რომ ტელეარხის გენერალური დირექტორი ბატონი ბახტაძე, ჟურნალისტს გადაცემაში მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული წევრების მიწვევას სთხოვს. ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე. ასევე, მიმოწერიდან ირკვევა, რომ გადაცემის ორგანიზებაში ჩართულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, რომელსაც ამ მიზნით კომუნიკაცია აქვს ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორთან, აწვდის მას კონკრეტული მოსამართლეების გვარებს, რომელთა გადაცემაში მიწვევაც არის მიზანშეწონილი.  

2016-04-28 16:42 სრულად ნახვა

საიას და ტფილისის ჰამქარის ერთობლივი განცხადება თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, შპს „ფინსერვისი XXI”-ს 2016 წლის 12 აპრილის მიმართვის საფუძველზე თბილისის ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა, რომლის საფუძველზეც კომპანიასა და ბოტანიკურ ბაღს შორის ტერიტორიების გაცვლა მოხდა.   

2016-04-28 13:56 სრულად ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის #4 ანგარიშის პრეზენტაცია

თბილისი - ნინო გვენეტაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დევიდ სთოუნჰილმა, დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გახსნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია 2016 წლის 25 აპრილს. 

2016-04-25 15:48 სრულად ნახვა

საია საჯარო დაწესებულებებს ღიაობისაკენ მოუწოდებს

2016 წლის აპრილში, საიას მიმართა TSpress-ის წარმომადგენელმა და მიუთითა ფოთის მერიის მიერ მედიის წარმომადგენლების საჯარო შეხვედრაზე არ დაშვების ფაქტზე. TSpress-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ აღნიშნული შეხვედრა ეხებოდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, რის გამოც რამდენიმე ოჯახს, ჭერიდან წვიმის დროს წყალი ჩაუვიდა. აღნიშნული ფაქტი შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს კანონმდებლობით დაცული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. 

2016-04-24 18:19 სრულად ნახვა

მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს

მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო დღეებში სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომელშიც ისინი მათი აქტიურობის ფონზე ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.

2016-04-22 15:07 სრულად ნახვა

საია ეხმიანება სულხან წულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს

2016 წლის 15 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორების შუამდგომლობა თბილისის ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებლის, სულხან წულაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 2016 წლის 20 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ძალაში დატოვა.

2016-04-22 12:04 სრულად ნახვა

საიას განცხადება პროკურატურის მიერ ეკატერინე მიშველაძის საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემის თაობაზე

2016 წლის 16 მარტს მოქალქე ეკატერინე მიშველაძე საიას ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. სადაც ეკატერინე მიშველაძემ პროკურატურას მიაწოდო ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე. 

2016-04-21 17:19 სრულად ნახვა