GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

07 აპრილი, 2016

საქართველოს პრეზიდენტის  გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტის აღნიშნული აქტი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა, რომლითაც განისაზღვრა, რომ განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადება პროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოს ხელშეწყობასა  და საარჩევნო კამპანიის უკეთ დაგეგმარების მიზანს ემსახურება. მათივე განმარტებით, განკარგულების ძალაში შესვლა 2016 წლის 8 აგვისტოდან სახელწიფო ბიუჯეტიდან მრავალმილიონიანი ხარჯის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

თუმცა ზემოაღნიშნული არგუმენტები მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით იქმნება რისკი, რომ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, ხელოვნურად მოხდეს წინასაარჩევნო კაპანიის დაწყების თარიღის გადავადება. ვინაიდან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. შესაბამისად, პრეზიდენტის განკარგულების ის ჩანაწერი, რომელიც აქტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრავს 8 აგვისტოს, წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, მთელი რიგი რეგულაციები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სამართლიანი და თანაბარი წინასაარჩევნო გარემო (მეგ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყებების წესები და პოლიტიკური პარტიების უფლებები და ვალდებულებები) ამოქმედებას იწყებს სწორედ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქცის გამოქვეყნების მომენტიდან. შესაბამისად, კამპანიის დაწყების თარიღის გაურკვევლობას, შეუძლია არსებითად უარყოფითი გავლენა  მოახდინოს წინასაარჩევნო გარემოზე.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ განსაზღვრული უფლებამოსილებით და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს განკარგულება საქართველოს პრეზიდენტს.

 

სხვა სიახლეები