სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია გმობს მესტიაში საარჩევნო სუბიექტებზე ზეწოლას თანამდებობის პირების მხრიდან და ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს

4 მაისს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია მესტიაში საარჩევნო სუბიექტებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან, თვითმხილველებთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

2010-05-07 14:26 სრულად ნახვა

ოზურგეთის უშიშროების ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელი პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას აგრძელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბლოკ “ალიანსი საქართველოსთვის” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის თემის  მაჟორიტარი კანდიდატის ავთანდილ სურმანიძის ინტერესებს იცავს.7 აპრილს ლანჩხუთის პოლიციის განყოფილებაში უშიშროების ადგილობრივი სამსახურის თანამშრომლის ბუხუტი ჩხაიძისა და მისი ერთ-ერთი კოლეგის მიერ ავთანდილ სურმანიძეზე ზეწოლა განხორციელდა. აღნიშნული პირები ავთანდილ სურმანიძეს მუქარის ძალით აიძულებდნენ მოეხსნა კანდიდატურა და მხარი მათ მიერ დასახელებული კანდიდატისთვის დაეჭირა.

2010-05-06 15:27 სრულად ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლო საიას სარჩელს დღეს განიხილავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოში ასაჩივრებს ცესკოს 2010 წლის 2 მაისის დადგენილებას #37/2010, რომლითაც განისაზღვრა საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის შუამდგომლობის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის წესი. საიას სარჩელის განხილვა დანიშნულია 2010 წლის 5 მაისს, 13 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.ცესკოს სადავო განკარგულების საფუძველზე, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი ხმას აძლევს იმ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც იგი რეგისტრირებული იყო მესაკუთრის მოთხოვნით რეგისტრაციის გაუქმებამდე.

2010-05-05 07:49 სრულად ნახვა

კორტების ტრაგედიიდან ოთხი წლის თავზე დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დასჯილან

ოთხი წლის წინ, 2006 წლის 2 მაისს, ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ე.წ.  "სპეცოპერაციის" შედეგად,  ადგილზე იქნა მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება თავიდანვე არაეფექტურად წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ კორტების ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა, დღემდე არ დასჯილან მკვლელობის ამსრულებლები და შსს-ს ის მაღალჩინოსნები, რომელთაც თანამდებობრივად ევალებოდათ “სპეცოპერაციის” უმსხვერპლოდ დასრულების დაგეგმვა.      საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ზურაბ ვაზაგიშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობაში დამნაშავე პირთა  დაუსჯელობამ სამართადამცავ სტრუქტურებში დაამკვიდრა დაუსჯელობის სინდრომი და იმის პრეზუმფცია, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა “პოლიციელი ყოველთვის მართალია.”

2010-05-04 16:38 სრულად ნახვა

საია მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

2010 წლის 3 მაისს, გაეროს წევრ ყველა ქვეყანაში მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება. ამ დღის დაფუძნების მიზანია სახელმწიფოებისთვის იმის შეხსენება, რომ მათი მოვალეობაა, პატივი სცენ და დაიცვან ჟურნალისტთა უფლებები.წელს იუნესკო (უნესკო გაეროს ერთადერთი დანაყოფია, რომლის მოვალეობაშიც გამოხატვის თავისუფლების პოპულარიზაცია შედის) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დღეს ინფორმაციის თავისუფლების თემით აღნიშნავენ, რადგანაც, ინფორმაციის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილია და დემოკრატიულ მმართველობაში თავისი წვლილი შეაქვს.

2010-05-03 12:38 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა

30 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა გამართა მის მიერ გამოცემული “ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელოს” პრეზენტაცია. წიგნის ავტორები უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი პაატა ტურავა გახლავთ.

2010-05-02 07:32 სრულად ნახვა

საია ცესკოს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2010 წლის 23 აპრილის ანგარიშში “წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი” მოყვანილ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს.

2010-05-01 08:44 სრულად ნახვა

საიამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გორის დაბომბვის შედეგად გარდაცვილი ჰოლანდიელი ჟურნალისტის ოჯახის წევრების სახელით სარჩელი გააგზავნა

2010 წლის 28 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან _ Stichting Russian Justice Initiative-თან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. სარჩელი ეხება 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური ტიპის იარაღით გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვას, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 და დაიჭრა 30-ზე მეტი სამოქალაქო პირი. სარჩელი გაიგზავნა დაღუპული ჰოლანდიელი ოპერატორის, სტან სტორიმანსის მეუღლის და შვილების, ასევე დაჭრილი ჰოლანდიელი ჟურნალისტის, ეროენ აკერმანსის და ისრაელის ჟურნალისტის, ცადოკ იეჩესკელის სახელით.

2010-04-29 07:45 სრულად ნახვა

საია მთავარ პროკურორს მიმართავს

გასული წლის 26 აპრილს, სანდრო ეულის ქუჩაზე, რუსთავი-2-ს კუთვნილი შენობის ჩამონგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარდაიცვალა ტელეკომპანიის რუსთავი-2 ორი მემონტაჟე, გიორგი გაბუნია და ნიკა გელაშვილი. ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ სამშენებლო კომპანიის "არტ-X”-ს სამუშაოთა მწარმოებელი დავით გვასალიას წინააღმდეგ დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის საფუძველზე. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმე განსახილველად გადაიგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. სახელმწიფო ბრალდებასა და განსასჯელს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 12 ნოემბერს დაამტკიცა. განსასჯელ დავით გვასალიას სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

2010-04-27 06:57 სრულად ნახვა

საიამ საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა

2010 წლის 26 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ,,სასამართლოს მეგობრის” (Amicus Curiae) სტატუსით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. ეს უკანასკნელი შეეხება 2008 წლის დეკემბერში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტის მიმართ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელს. საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის იმ ნორმების კონსტიტუციის 24-ე მუხლის (მედიის თავისუფლება) პირველ და მეოთხე პუნქტებთან შესაბამისობის დადგენას, რომლებიც ითვალისწინებენ კაბელური და მიწისზედა თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობის ლიცენზირებას.

2010-04-26 15:34 სრულად ნახვა