სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს 90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს შესწავლას სთხოვს

2010 წლის 4 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოძრაობის ,,რატომ” აქტივისტის, მერაბ ჭიქაშვილის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს. 2009 წლის 15 ივნისს მერაბ ჭიქაშვილი თბილისის შს მთავარი სამმართველოს წინ გამართული აქციის დროს დააკავეს და 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 2009 წლის 17 ივლისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით ცალკეული სამართალდარღვევებისათვის განსაზღვრული სახდელის მაქსიმალური ზომა - 90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა - ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს და მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.

2010-02-04 08:57 სრულად ნახვა

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძველს უყრის საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ ფინანსური კომპენსაციის მიღების უფლებას

2010 წლის 2 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში კილაძე საქართველოს წინააღმდეგ, დაადგინა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობამ ხელი შეუშალა განმცხადებლებს, კლაუს და იური კილაძეებს, მიეღოთ კომპენსაცია, რომელიც მათ, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ ეკუთვნოდათ. განმცხადებელთა ინტერესებს ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საიას პირველი საქმე, რომელზეც ამ დროისთვის ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

2010-02-03 12:33 სრულად ნახვა

დღეს ჰააგაში სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ არასამთავრობოთა ანგარიშს მოისმენს

თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, ანგარიშზე ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს,  კერძოდ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი  ”21-ე საუკუნე”, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი. ამ ანგარიშით საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი ლუის მორენო-ოკამპოც დაინტერესდა და დღეს ჰააგაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროკურორს და მის გუნდს ანგარიშის სამუშაო ვერსიას წარუდგენენ.

2010-02-02 12:25 სრულად ნახვა

საია დევნილების დაკავების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს წარმომადგენლების მიერ 28 იანვრის დევნილთა აქციაში მონაწილე ლელა არღვლიანის, დენის ალიოხინისა და აზა შენგელიას დაკავების ფაქტს და უარყოფით შეფასებას აძლევს პოლიციის თანამშრომელთა ქმედებას, რომლებიც საიას ადვოკატებს არ აძლევდნენ დაკავებულთა დაცვის განხორციელების შესაძლებლობას.საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახმად: “დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.”

2010-02-01 13:19 სრულად ნახვა

არასამთავროები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს:2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლებული არჩევნები საქართველოს შიგნით და მის გარეთ კიდევ ერთ ტესტად აღიქმება იმისა, თუ რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება და ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი, ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციური წევრებისთვის წარსადგენ კომიისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით შეარჩევდა, პოზიტიურად შეფასდა, მაგრამ იმ 27 ორგანიზაციას , რომლებმაც საერთო კანდიდატი შემოგთავაზეთ, თქვენს მიერ საბოლოოდ შერჩეულ სამ კანდიდატთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა გვაქვს, კერძოდ: 

2010-01-18 10:37 სრულად ნახვა

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის პირველი შედეგი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი  დაცვის ცენტრის დახმარებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ”სტუდია მონიტორის” ჟურნალისტის, ნანა ნასყიდაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა. ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის სახით, შსს-ს ახალი შენობის სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა, თუმცა 2009 წლის 17 ნოემბერს შეტანილ განცხადებას შსს-სგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.2010 წლის 13 იანვარს ჟურნალისტის ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსმა, დავით კორახაშვილმა განიხილა და სრულად დააკმაყოფილა საჩივარში დასმული ყველა მოთხოვნა.

2010-01-14 10:45 სრულად ნახვა

საიას განცხადება ფონდ ”ინკლუზივის” წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს   შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ფონდ ”ინკლუზივის” წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს და მოუწოდებს ყველა შესაბამის პირს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიასთან დაკავშირებით. ფონდ ”ინკლუზივის” მიერ 23 დეკემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, 2009 წლის  15 დეკემბერს საღამოს 7 საათზე ფონდის ოფისში 5 უფორმო, შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ფონდის თანამშრომლების მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ წარმოუდგენიათ მოსამართლის გადაწყვეტილება ჩხრეკის შესახებ და  უარი განაცხადეს ვინაობის გამჟღავნებაზე. ოფისში მყოფი 13 ადამიანის ჩხრეკა განხორციელდა მათ მიმართ უცენზურო სიტყვების გამოყენების, შეურაცხყოფის, დამცირების, დაცინვისა და მუქარის გზით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დაკავებულ იქნა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით. ბრალდებულის ინტერესებს საია იცავს.

2009-12-25 09:30 სრულად ნახვა

საიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების კომისიაში საჩივარი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 21 დეკემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების კომისიაში საჩივარი შეიტანა.საია მიიჩნევს, რომ 12 დეკემბრის გადაცემა “პოსტკრიპტუმში” გასული სიუჟეტი ოსური მხარის მიერ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებისა და აღნიშნულ საკითხში ჩვენი ორგანიზაციის ნეგატიური როლის შესახებ:

2009-12-22 11:53 სრულად ნახვა

საიას განცხადება რუსთავი 2-ის ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 12 დეკემბერს, პროგრამაში ‘კურიერი P.S.’ გასულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა საიას საქმიანობას აგვისტოს ომის შემდეგ უკანონოდ დაკავებული და გაუჩინარებული ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვინაიდან სიუჟეტის ავტორისა და პროგრამის პროდიუსერის მიერ მნიშვნელოვნად იქნა დამახინჯებული ზოგიერთი დეტალი, ხოლო ჟურნალისტების სუბიექტური, გადაუმოწმებელი მოსაზრება დაეყრდნო არსებითად მცდარ ფაქტებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს შემდეგი განცხადება.

2009-12-13 18:39 სრულად ნახვა