სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია არჩევნების დღის მონიტირინგის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებს ამ დროისათვის შემდეგი ტენდენციები ფისქირდება:•    ზეწოლა კანდიდატების ოჯახის წევრზე;მესტიის 47-ე ოლქში პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფლების” პროპორციული სიის პირველი ნომრის, ვიქტორ ჯაფარიძის დამ, მანანა ჯაფარიძემ, რომელიც სასაზღვრო პოლიციაში ექიმად მუშაობს, სამსახურის უფროსიდან, გიორგი რატიანისგან მიიღო გაფრთხილება, რომ მას სამსახურის დატოვება მოუწევს იმის გამო, რომ ის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგა.

2010-05-30 12:51 სრულად ნახვა

საია არჩევნების დღის მონიტირინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებს ამ დროისათვის შემდეგი ტენდენციები ფისქირდება:•    ხმის მიცემა არაუფლებაქმოსილი პირის მიერ;ბათუმის 79-ე ოლქის 41-ე უბანზე მოქალაქემ ხმა სხვა ამომრჩევლის (ლევან ხარაზიშვილის) ნაცვლად მისცა; ამავე უბანზე ორმა პირმა სცადა სხვა მოქლაქის (მამუკა ლორიას და მამუკა მატკავას) ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა კომისიის წევრებმა მათ ხმის მიცემის საშუალება არ მისცემს.79-ე ოლქის მე-16 უბანზე მისულ 3 ამომრჩეველს საარჩევნო სიებში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერები დახვდათ.

2010-05-30 10:22 სრულად ნახვა

საია დაკვირვების პირველად შედეგებს აქვეყნებს

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებს ამ დროისათვის შემდეგი ტენდენციები ფისქირდება:•    პრობლემები დამკვირველების საარჩევნო უბნებზე დროულად შესვლასთან დაკავშირებით;საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ განსაკუთრებულ შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებზე დროულად შესვლასთან დაკავშირებით. პრობლემები იყო, მობილური ტელეფონების შეტანასთან დაკავშირებითაც.კერძოდ, დამკვირვებლები დაგვიანებით შეუშვეს მე-7 ოლქის 46-ე უბანზე; მე-4 ოლქის 35-ე უბანზე; მე-10 ოლქის მე-17 უბანზე; მე-4 ოლქის 39-ე უბანზე;კომისიამ მობილური ტელეფონების უბნის გარეთ დატოვება მოითხოვა  მე-3 ოლქის 90-ე უბანზე; მე-6 ოლქის 123 უბანზე; არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის ჩარევის შედეგად პრობლემები მოგვიანებით აღმოიფხვრა.

2010-05-30 06:25 სრულად ნახვა

საია პავლე კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ბ-ნ პავლე კუბლაშვილის 29 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საარჩევნო უბნების გარეთ აღწერენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ნაციონალური მოძრაობის აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციურ პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლთან, რომელიც კრძალავს ნებისმიერ ზემოქმედებას, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის, კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

2010-05-30 06:10 სრულად ნახვა

საიაში სპეციალურად საარჩევნოდ ფუნქციონირებს ცხელი ხაზი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სპეციალურად საარჩევნოდ ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:(8 22) 96 35 39 (8 22) 14 37 06 

2010-05-30 04:00 სრულად ნახვა

საია ცესკოს ქ. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის საკითხის შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას სთხოვს

ტელეკომპანიების "იმედი" და "რუსთავი 2" 2010 წლის 9 მაისის საინფორმაციო გამოშვებების თანახმად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაზისუბნის მე-8 პოლკის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის კანდიდატი _ ზურაბ გაჩეჩილაძე 2010 წლის 9 მაისს ესწრებოდა ქ. თბილისის წულუკიძის ქუჩაზე გამართული მინი-ფეხბურთის ტურნირის ფინალს. სიუჟეტის თანახმად, იგი თავად იყო ტურნირის ორგანიზატორი. ასევე, ამავე ტურნირზე გამარჯვებულ პირებს პრიზის სახით გადაეცათ 500 ლარი.

2010-05-28 09:59 სრულად ნახვა

საია ცესკოს ქ. თბილისის მერობის კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის საკითხის შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას სთხოვს

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, “აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა).”

2010-05-26 12:19 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნო კამპანიის მეორე შუალედურ ანგარიშის აქვეყნებს

22 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო კამპანიის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო. 

2010-05-24 09:03 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილე საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობას ითხოვს

2010 წლის 16 აპრილს, კინოთეატრის “ოზურგეთი” დარბაზში პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივ ახალგაზრდებთან მოაწყო შეხვედრა, რომელზეც გაკეთდა წინასაარჩევნო დაპირებები. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ  სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ვალერიან ჩიტაიშვილი და საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაიშვილი.

2010-05-21 10:11 სრულად ნახვა

საია განათლებისა სამინისტროსაგან #55-ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ საარჩევნო აქტივობაში მოსწავლეთა ჩართვის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს

2010 წლის 21 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა # 55-ე საჯარო სკოლის მიმართ ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების გატარება 2010 წლის 14 მაისს სკოლის სასადილოს გახსნისას, საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლეთა წინსაარჩევნო კამპანიის პროცესში ჩართვისათვის.

2010-05-21 09:19 სრულად ნახვა